2020 წელს დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავდა

2020 წელს დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავდა

2020 წელს დედამიწის ბრუნვის სიჩქარე ოდნავ გაიზარდა და ეს ტრენდი 2021 წელსაც შენარჩუნდება, ამიტომ მომავალ ახალ წელს არ მოხდება წუთის დამატება და მისი გამოკლება იქნება საჭირო.

მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ პლანეტის ბრუნვის სიჩქარე ოდნავ გაიზარდა და უზუსტესმა საათები მისგან ჩამორჩებიან. მათი მონაცემებით 28 ყველაზე მოკლე დღე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში (1960 წლიდან) გასულ წელს დაფიქსირდა.

დედამიწაზე დღე 24 საათის განმავლობაში გრძელდება, რაც 86400 წამია. თუმცა დრო რომელიც პლანეტას მისი ღერძის გარშემო ერთ ბრუნში ჭირდება ცვალებადია. 60-იანი წლებიდან ატომური საათების ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა მაღალი სიზუსტით გაგვეზომა დრო ვარსკვლავებზე დაკვირვების მეთოდით. სიჩქარის ცვლილებას დედამიწის თხევადი ბირთვი, ოკეანეების და ატმოსფეროს დინამიკა განაპირობებს.

როგორც წესი ეს ცვლილება წამის მეათედებშია, თუმცა ხანდახან მილიწამამდე და უფრო მეტ მნიშვნელობასაც აღწევს. გადახრა შესაძლოა ორივე მიმართულებით, მაგრამ საერთო ჯამში ბრუნვის სიჩქარე რეგულარულად მცირდება და გრძელვადიან პერსპექტივაში დღის ხანგრძლივობა იზრდება. შედეგად ატომური საათები რეგულარულად “წინ გარბიან” და დედამიწის ბრუნვის საერთაშორისო სამსახური დანაკლისს ანაზღაურებს და ასტრონომიულ დროს მზის დროსთან ასინქრონებს. ბოლოს მსგავსი კორექცია 2016 წელს განხორციელდა.

გაზიარება:

დაკავშირებული პოსტები

ათეისტი ევოლუციონისტი მეცნიერი Anthropic-ის Claude-ს 72 საათის განმავლობაში ესაუბრა და ახლა სჯერა, რომ ის ცნობიერია
AI

ათეისტი ევოლუციონისტი მეცნიერი Anthropic-ის Claude-ს 72 საათის განმავლობაში ესაუბრა და ახლა სჯერა, რომ ის ცნობიერია

მეცნიერებმა ფოტონის ტელეპორტაცია 270 მეტრის მანძილზე განახორციელეს
მეცნიერება

მეცნიერებმა ფოტონის ტელეპორტაცია 270 მეტრის მანძილზე განახორციელეს

CERN-ში მონაცემთა მასივების გასაფილტრად ჩიპებში ინტეგრირებულ სპეციალურ AI-მოდელებს იყენებენ
AI

CERN-ში მონაცემთა მასივების გასაფილტრად ჩიპებში ინტეგრირებულ სპეციალურ AI-მოდელებს იყენებენ

მეცნიერებმა ტვინში აღმოაჩინეს ჩამრთველები, რომლებიც ბეტა-ამილოიდური ბალთების გასუფთავებას ააქტიურებს
მეცნიერება

მეცნიერებმა ტვინში აღმოაჩინეს ჩამრთველები, რომლებიც ბეტა-ამილოიდური ბალთების გასუფთავებას ააქტიურებს

ადამიანის გულს ინფარქტის შემდეგ ნაწილობრივ აღდგენა შეუძლია
მეცნიერება

ადამიანის გულს ინფარქტის შემდეგ ნაწილობრივ აღდგენა შეუძლია

მზის სისტემა შესაძლოა კოსმოსში 3-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო
მეცნიერება

მზის სისტემა შესაძლოა კოსმოსში 3-ჯერ უფრო სწრაფად მოძრაობდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა