Microsoft-მა ოფიციალურად გამოუშვა Visual Studio 2022 и .NET 6 სტაბილური რელიზი, რაც იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს უკვე შეუძლიათ გადმოწერონ პაკეტები ოფიციალური საიტიდან და გამოიყენონ თავიანთ პროექტებში.

Visual Studio 2022 გახდა 64-ბიტიანი ვერსიაა და ამიტომაც პროგრამირების გარემო უფრო ეფექტურად გამოიყენებს ხელმისაწვდომ სისტემურ რესურსებს, განსაკუთრებით რთულ პროექტებზე ხანგრძლივი მუშაობისას. Microsoft-ის მონაცემებით ტესტირების პროცესში მომხმარებლები 700-მდე პროექტზე ერთდროულად მუშაობდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში.

გარდა ამისა Visual Studio 2022-ში არის “ცხელი გადატვირთვის” (Hot Reload) მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა კოდის რედაქტირების პროცესშივე რეალურ დროში აისახოს ცვლილებები უკვე გაშვებულ აპლიკაციაში. ასევე არის Live Preview ფუნქცია და კროს-პლატფრომული ტესტირება Linux-ში. უფრო მეტი ინფორმაცია ამ და სხვა სიახლეებზე შეგიძლიათ ნახოთ Microsoft-ის საიტზე შესაბამის განყოფილებაში. Visual Studio 2022 v17.0-ის გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე გადასვლით.

.NET 6 ასევე ხელმისაწვდომი გახდა Windows, Linux და MacOS პლატფორმებისთვის. Microsoft აცხადებს, რომ .NET 6 არის ერთიანი პლატფორმა ღრუბლოვანი, სამაგიდო, IoT და მობილური აპლიკაციებისთვის, რადგანაც იყენებს ერთსა და იმავე ბიბლიოთეკებს. .NET-ის ახალ ვერსიაში გაუმჯობესებულია წარმადობა, რაც განსაკუთრებით ფაილურ შეტანა/გამოტანაზე აისახა.

.NET 6 მოიცავს განახლებულ ინსტრუმენტებს, კომპილატროს და უამრავ ახალ API-ს. გაცხადებულია C# 10 და F# მხარდაჭერა. გარდა ამისა ეს არის .NET-ის პირველი ვერსია, რომელშიც Apple Silicon პროცესორებისთვის კომპილაციაა მხარდაჭერილი. .NET 6-ის სასიცოცხლო ციკლი სამი წელი გაგრძელდება.

ჯერ კიდევ 2019 წელს Microsoft-მა განაცხადა, რომ .NET 5 იქნებოდა პროექტის უნიფიკაციისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. .NET 6-ში მათ დაასრულეს Mono და Core, რისი წყალობითაც მიიღეს საბაზისო ბიბლიოთეკების ერთიანი კრებული ყველა სამუშაო დატვირთვისთვის. მიუხედავად ამისა .NET MAUI რელიზში მაინც არ შევიდა. მოსალოდნელია, რომ მასზე მუშაობა 2022 წლის მეორე კვარტალში დასრულდება.

პრეზენტაცია სრულად:

წინა სტატიაახალი MacBook Pro-ს მფლობელები უჩივიან ლეპტოპის გადატვირთვას HDR YouTube ვიდეოების ყურებისას
შემდეგი სტატიაუნიკალური iPhone X USB-C კონექტორით აუქციონზე 100 000 დოლარად გაიყიდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი