Microsoft-მა Windows 11-ის ახალი რედაქცია SE წარმოადგინა, რომელიც საგანმანათლებლო ბაზარზეა გათვლილი. აღნიშნული სისტემა კარგად მოერგება საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რადგანაც არის უფრო მარტივი და ინტუიციურად გასაგები.

კომპანიამ ასევე წარმოადგინა Surface Laptop SE ნოუთბუქი, რომელიც $249 ეღირება. ის მწარმოებლის ყველაზე იაფი მოწყობილობაა Surface ხაზიდან, რომლის მიზანიცაა კონკურენცია გაუწიოს Chromebook-ებს საგანმანათლებლო ბაზარზე. რა თქმა უდა ლეპტოპი Windows 11 SE საოპერაციო სისტემით იმართება.

Windows 11 SE-ში აპლიკაციები სრულ ეკრანზე გაეშვება, თუმცა ფანჯრების რეჟიმზე გადასვლაც იქნება შესაძლებელი. საოპერაციო სისტემის ამ რედაქციაში არ იქნება Microsoft Store, რომელზედაც დიდი აქცენტები კეთდებოდა წარსულში Chrome OS-თან კონკურენციის მიზნით.

Windows 11 SE ორიენტირებულია ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე. ყველა ფაილი ავტომატურად შეინახება OneDrive-ში, რომ მათი დაკარგვა გართულდეს. რა თქმა უნდა ეს ფაილები ლოკალურ საცავშიც იქნება, რომ მათზე წვდომა ინტერნეტის გარეშეც იყოს შესაძლებელი.

Microsoft-მა საკმაოდ გააუმჯობესა სისტემა იმისათვის, რომ 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 გბ. შიდა მეხსიერების მქონე მოწყობილობებზე ნორმალური წარმადობისთვის მიეღწია. სისტემა ოპტიმიზებულია ბრაუზერისთვის Microsoft Edge, Office და სხვა მათი სერვისებისთვის. მხარდაჭერილია გარეშე აპლიკაციები, როგორიცაა Zoom და Chrome.

პირველი მოწყობილობები Windows 11 SE-ის ბაზაზე წლის ბოლოსკენ გამოვა. მოსსალოდნელია Acer, Asus, Dell, Dynabook, Fujitsu, HP, JK-IP, Lenovo და Positivo-ს ლეპტოპების ანონსი.

Surface Laptop SE – ყველაზე იაფია სერიაში. მას აქვს ორ-ბირთვიანი პროცესორი Intel Celeron N4020 ამ N4120, 4 ან 8 გბ. ოპერატიული მეხსიერება, 64 ან 128 გბ. შიდა მეხსიერება eMMC სტანდარტით. 11,6 დიუმიანი ეკრანი 1366×768 გარჩევადობით, USB-A და USB-C პორტები, 3,5 აუდიო პორტი და ცილინდრული ფორმის დამტენი მოწყობილობის პორტი.

წინა სტატიაჯონი აივმა შექმნა საკუთარი ჯილდო კომპანიებისთვის, რომლებიც ებრძვიან გლობალურ დათბობას
შემდეგი სტატიაApple სთხოვს მთავრობებს გადაიხადონ საფულეში ციფრული პასპორტების დამატების ფუნქციისათვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი