ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სპეციალურად პირველკურსელთათვის სტარტაპ დემო დღე 6 ივნისს გაიმართება. სტუდენტები სტარტაპ იდეების პრეზენტაციას წარადგენენ პოტენციური პარტნიორებისა, სხვადსხვა ინდუსტრიებისა და სფეროს წარმოამდგენლების და სპონსორების წინაშე. დემო დღეს ოფიციალურ პარტნიორობას თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“ და საქართველოს ბანკი BGO FINTECH უწევენ, რომლებიც აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ მსგავს წამოწყებებს ადრეულ საუნივერსიტეტო სწავლების საფეხურზე