სამაგიდო და მობილური კომპიუტინგის ბრძოლა, რომელიც ახლა აპარატულ ფრონტზე მიმდინარეობს პროგრამულ სფეროზეც დიდ გავლენას ახდენს. თუ აპარატული ტენდენციები პროგნოზირებადია – პროგრამული ტენდენციები ნაკლებად ექვემდებარება ანალიზს. მობილური მოწყობილობებისთვის ომი Microsoft-მა წააგო, მიუხედავად იმისა, რომ დომინანტური პოზიცია აქვს სამაგიდო კომპიუტინგიში. სამაგიდო კომპიუტინგში დამწყებად შეიძლება ჩავთვალოთ Google რომელმაც არასერიოზული მობილური მოწყობილობებით დაიწყო როგრიცაა Chromebook ნოუთბუქები.

Chromebook არის პერსონალური კომპიუტერი, რომელიც Google-მა შეიმუშავა და ახლა მრავალი მისი პარტნიორი აწარმოებს. სისტემა მუშაობს სმარტფონის ან მასთან ახლოს მდგომ პროცეოსრებს, აქვს მცირე ზომის ოპერატიული მეხსიერება, მცირე მოცულობის შიდა მეხსიერება, მაგრამ რაც მთავარია სისტემა მუშაბს Linux-ზე დაფუძნებული საოპერაციოს სისტემის ბაზაზე სადაც მხოლოდ Chrome ბრაუზერი გამოიყენება აპლიკაციების და ვებ-საიტების გასახსნელად. ასეთი კომპიუტერი მხოლოდ ღრუბლოვანი სერვისების საშუალებით მუშაობს და იქ ყველა აპლიკაცია პრინციპულად ვებ-სერვისია და მომხმარებლის მონაცემებიც კომპანიების სერვერებზე ინახება.

გადაწყვეტილების პლიუსები: სისტემა ძალიან სწრაფად იტვირთება, აკუმლატორი დღეზე მეტს ძლებს, წარმადობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, ყველაფერი მარტივია და მაღალ დონზეა უსაფრთხოება და რაც მთავარია მოწყობილობები ხელმისაწვდომ ფასად იყიდაბა. ნეტბუქებისგან განსხვავებით, რომლებიც ბიუჯეტური ნოუთბუქები უფროა Chromebook-ებს მშვენიერი ეკრანები, კომფორტული კლავიატურები და ზოგიერთ მოდლეს მეტალის კორპუსიც კი აქვს. ერთადერთი საჭიროება არის მხოლოდ მუდმივი კავშირი ინტერნეტთან, რომელიც დღეს პრობლემას თითქმის არ წარმოადგენს.
წლის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით Chromebook-ები ყველაზე პოპულარული კომპიუტერები გახდა შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სეგმენტში. ქრომბუქებით სარგებლობა სტუდენტების გარდა დეველოპერებმა, კონსულტანტებმა და სხვა და სხვა სფეროს სპეციალისტებმაც დაიწყეს. ბრაუზერები და ვებ-აპლიკაციები, რომლებიც ასევე ოფლაინ რეჟიმში მუშაობენ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ამოცანის შესაშრულებლად სრულებით საკმარისია. შოკისმომგვრელი იყოს IDC-ის მონაცემები, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Chromebook-ებმა Apple-ის ნუთბუქები ჩამოიტოვა გაყიდვებში.

რა თქმა უნდა არის სკეპტიკური მიდომაც, რომლის თანახმადაც მაკინტოშის და ქრომბუქის შედარება არასწორია და ნაწილობრივი მართალია ეს მსჯელობაც. რა თქმა უნდა Chromebook-ზე რენდერინგით და სხვა მძიმე ამოცანებით ვერ დაკავდები, მაგრამ ტენდენცია გვაჩვენებს, რომ მომხმარებლების უმრავლესობას სრულებით აკმაყფილებს მობილურთან ახლოს მდგომი წარმადობის მქონე პერსონალური კომპიუტერები. Chromebook-ების წარმატება რა თქმა უნდა უყურადღებოდ არ დარჩენია Google-ს და ახლა უკვე ას მოწყობილობები განვითარების ახალ საფეხურზე გადადის.

f101_pixel2_silver_playstore

Google-მა უკვე დაიწყო Android-ის აპლიკაციების ბაზრის Play Store-ის პორტირება Chromebook-ებზე და შემოდგომაზე ეს სერვისი უმრავლესობა მოწყობილობებზე იქნება ხელმისაწვდომი. 2 წლიანი მუშაობის შედეგად კომპანიამ დაასკვნა, რომ ბრაუზერში Android-აპლიკაციების გაშვება ტექნიკურად ადვილი არ არის და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Android-ის ბირთვის გადმოტანა Chrome OS-ში რაც ტექნიკურად უფრო გამართული და დეველოპერებისთვის ძალიან მარტივი აღმოჩნდა. Android-ის ბირთვი კონტეინერის სახით ეშვება Chrome OS-ში, როგორც ცალკეული პროცესი, რომელსაც მიმართავს გაშვენული აპლიკაციებაი. მიღწეულია სრული ინტეგრაცია, რის შედეგადაც Play Store-ში გამოქვეყნებული თითქმის ყველა აპლიკაცია უპრობლემოდ იმუშავებს Chrome OS-ში. აპლიკაციები ფანჯრებში ეშვება, რომელთა შორის გადართვა და ინფორმაციის გაცვლა ისევე მარტივადაა შესაძლებელი როგორც სხვა სამაგიდო საოპერაციო სისტემებში.
ფუნქციონალი სრულყოფილად შემოდგომიდან გახდება ხელმისწავდომი, ხოლო ახალი წლისათვის ყოველი ქრომბუქი გახდება ორი ერთში მოწყობილობა, რომელსაც Chrome აპლიკაციების გარდა 2,5 მილიონზე მეტი Android აპლიკაციის გაშვება შეეძლება. იქ სადაც Microsoft-მა ვერ შეძლო ბაზრის შენარჩუნება Google-მა სერიოზულ წარმატებას მიაღწია და პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე ახალ სერიოზულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
Chromebook-ების გაყიდვები საგრძნობლად იზრდება და ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, რომ ეს მოწყობილობები ღრუბლოვან სერვისებზეა გათვლილი. როგორც შეიცვლება მომხმარებლების და დეველოპერების დამოკიდებულება ამ მოწყობილობების მიმართ, როცა ისინი სრულყოფილი პერონალური კომპიუტერების ალტერნატივა გახდებიან?
მომხმარებლებს ექნებათ არჩევანი, იყიდონ სრულყოფილი პერსონალური კომპიუტერი თუ Chromebook. დეველოპერებისთვის კი ეს კიდევ ერთი Android პლატფორმა იქნება და გაჩნდება ახალი სამაგიდო Android აპლიკაციები. გარკვეული დროის შემდეგ პროცესი შეუქცევადი გადება და კომპანია Google მესამე დიდი მოთამაშე იქნება პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე, რომელსაც სერიოზული პოტენციალი აქვს დაამარცხოს Microsoft-ის ჰეგემონია.

წინა სტატიაSamsung Galaxy Note 7
შემდეგი სტატიაWindows 10 Anniversary Update – განხილვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი