ქართველმა სტარტაპერმა და კომპანია CARU-ს დამფუძნებელმა ნიკა აბაშიძემ ციფრული სავიზიტო ბარათის შესაქმნელად ონლაინ პლატფორმა CardU შექმნა.
ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ვებ-საიტის ლინკსაც აზიარებს:
“TechCrunch მაგარი გამოცდილება იყო. 150+ ადამიანთან დავკავშირდი ლინკდინზე. ყოველ ჯერზე მიწევდა ამომეღო ტელეფონი, გამეხსნა ლინკდინი და QR კოდი მეჩვენებინა რომ დავქონექთებულიყავით. სადღაც 50-ზე ვთქვი ესენი ხო არ უბერავენთქო, ასე როგორ ნეთქვორქინგობენთქო. ჰოდა ავაწყე Wallpaper ჩემი QR კოდით, დავაყენე lock screen-ზე და დავარქვი Networking Screen. რომ მეუბნებოდნენ ლინკდინზე დავქონექთდეთო ვუშვერდი ტელეფონს. ყველას მაგრად მოეწონა და გაგვიკეთეო მთხოვა რამდენიმემ. ჰოდა ხელით ავუწყე wallpaper-ები.
ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, ასე ყველას ხომ ვერ ავუწყობდი ხელით და მოვიფიქრე CardU. ოთარმა ერთ დღეში ააწყო საიტი და აგერ ბატონო: Getcardu.com – ლოზუნგით We make networking ASAP (As Simple As Possible).
შეგყავს მონაცემები, გიგენერირებს Networking Wallpaper-ს. პროდუქტი 100%-ით უფასოა და ყველას შეგიძლიათ გამოიყენოთ” – წერს ნიკა აბაშიძე.
პლატფორმას სამი მარტივი წესი აქვს:
ციფრული სავიზიტო ბარათის შესაქმნელად, ჯერ ფორმა უნდა შეავსოთ. ამის შემდეგ, CardU სურათებს შექმნის, რომლის ჩამოტვირთვას და უკვე ტელეფონის ფონად გამოყენებას შეძლებთ.