ფლაგმანური Moto Z2 Force ბრონირებული ეკრანით და ტოპ პროცესორით გამოვიდა

Moto Z2 Play-ს გამოსვლიდან ორ თვეში კომპანია Lenovo-მ ოფიციალურად წარმოადგინა Moto Z Force-ის მე-2 თაობის ფლაგმანი. მწარმოებელმა უცვლელი დატოვა გაბარიტები და ფორმა, რომ შეენარჩუნებინა მოდულებთან თავსებადობა და რაც მთავარია ეკრანის გაძლეობა. Moto Z2 ისევე, როგორც Z ოჯახის სხვა წარმომადგენლები აღჭურვილია სპეციალური კონტაქტებით უკანა პანელზე, რომლითაც დამატებით მოულებს უკავშირდება. სმარტფონი სრულად თავსებადია ყველა ადრე გამოშვებულ აქსესუართან, […]

Google-მა GIF-ების შემქმნელი აპლიკაცია Android-ზეც გამოუშვა

გასულ წელს კომპანია Google-მა iOS-ისთვის სპეცაილური აპლიკაცია Motion Stills გამოუშვა, რომლებიც “ცოცხალი” ფოტოების სტაბილიზაციას აკეთებს Apple-ის მოწყობილობებზე. პროგრამას კიდევ რამდენიმე დამატებითი ფუნქცია აქვს, მაგრამ პოპულარობა ფოტოგრაფებს შორის მან უკვე გადაღებული მასალის სტაბილიზაციისთვის მოიპოვა. iOS-ზე რელიზიდან წელიწადზე მეტიც კი გავიდა და აი Motion Stills ხელმისაწვდომი გახდა Android-ის მომხმარებლებისთვისაც. View post on imgur.com Motion Stills – Anroid-ზე […]

Microsoft-მა სუსტი კომპიუტერებისთვის Windows 10-ის განახლებები შეწყვიტა

კომპანია მაიკროსოფტი აგრძელებს მომხმარებლებზე “ზრუნვას” და გარდა იმისა, რომ არ გამოუშვებს Windows 10 ARM-ს უკვე არსებულ ფლაგმანებზე ასევე წყვეტს ძველი კომპიუტერებისთვის Windows 10-ის განახლებების გამოშვებას. კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Intel Atom Clover Trail ვერ იღებს Windows 10 Creators Update-ს დრაივერის არათავსებადობის გამო. ამ საკითხზე The Verge-მა მიმართა კორპორაციას ახსნა განმარტებისთვის. მნიშვნალოვანია ის ფაქტი, რომ […]

ჰაკერებმა 32 მილიონის ღირებულების ეთერიუმი მოიპარეს

ოთხშაბათს უცნობი ჰაკერების ჯგუფმა Parity ეთერიუმის კლიენტიდან 31 725 019 ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ამ ფაქტამდე ორი დღით ადრე გატეხილ იქნა Ethereum სტარტაპი სინგაპურიდან CoinDash რა დროსაც ბოროტმოქმედებმა 7,3 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმი მოიპარეს. Parity-ს დამფუძნებელმა გევინ ვუდმა უკვე დაადასტურა მოპარვის ფაქტი და მომხდარის დეტალებზეც ისაუბრა. გევინის განცხადებით ჰაკერებმა გამოიყენეს აპლიკაციის ბოლო ვერსიაში არსებული […]

Remix OS დაიხურა

2014 წელს Google-ის ყოფილმა თანამშრომლებმა საკუთარი კომპანია Jide Technology დააარსეს და წარმოადგინეს საოპერაციო სისტემა Remix OS, რომელიც Android-ზე იყო დაფუძნებული. პროექტმა თავიდანვე დიდი ყურადღება დაიმსახურა, რადგანაც ეს საოპერაციო სისტემა სამაგიდო და მინი კომპიუტერებისთვის იყო გაკუთვნილი და მასთან კლავიატურითა და მაუსით იყო შესაძლებელი მუსაობა. კომპანიამ რამდენიმე მოწყობილობაც კი გამოუშვა ამ სისტემის მართვის ქვეშ და სისტემას სამი […]

Windows 10 ARM არ გამოვა უკვე არსებული მოწყობილობებისთვის

ჯერ კიდევ HEC 2016-ზე მაიკროსოფტმა წარმოადგინა Windows 10 ARM პროცესორებისთვის. დიახ ეს ჩვეულებრივი სამაგიდო Windows 10-ია, რომელიც ARM პროცესორებზე მუშაობს და შეუძლია Win32 აპლიკაციების ემულაციის რეჟიმში გაშვება. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი დემონსტრაცია Qualcomm Snapdragon 820-ზე განხორციელდა ბევრ მომხმარებელს გაუჩნდა იმედი, რომ კომპანია Windows 10 ARM-ს არსებულ მოწყობილობებზეც გამოუშვებდა და უკიდურეს შემთხვევაში ფლაგმანურს სმარტფონებზე მაინც. თუმცა […]

ელონ მასკმა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის “უმთავრეს საფრთხედ” გამოაცხადა და მისი რეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა

Wall Street Journal-ის ინფორმაციით Tesla-სა და SpaceX-ის მეთაურმა ელონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების გუბერნატორებთან სიტყვით გამოსვლისას ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის “უმთავრეს საფრთხედ” გამოაცხადა. მასკმა თქვა, რომ ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა უმუშაევრობის და ომის მიზეზისც კი გახდეს. მან შტატების გუბერნატორებს ურჩია, რომ შექმნან სპეციალური ორგანო, რომელიც სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს, რომელზე დაყრდნობითაც მომავალში […]

Samsung-მა მსოფლიოში პირველი LED კინოთეატრი გახნსა

კომპანია Samsung Electornics-მა კორეაში, Lotte Cinema World Tower-ის კინოთეატრში მსოფლიოში პირველი კომერციული LED ეკრანი: Samsung Cinema Screen დააყენა. შუქდიოდური ეკრანს HDR-ის მხარდაჭერა აქვს და ძალიან მაღალი ხარისხის გამოსახულებას იძლევა, ხოლო HARMAN-ის აუდიო ლაბორატორიასთან ერთად მიღწეულ იქნა უფრო რეალისტური ხმა. “მაღალი გარჩევადობი, რეალისტური ფერთა გადაცემის და იდეალური ხმის წყალობით Cinema Screen LED ეკრანი მაყურებლებს ფილმის მონაწილედ […]

Microsoft-მა Windows Phone 8.1-ის მხარდაჭერა შეწყვიტა

დღეიდან კომპანია არ გამოუშვებს Windows Phone 8.1 საოპერაციო სისტემის განახლებებს. AdDuplex-ის შეფასებით Windows 10-ზე დღეისათვის Windows სმარტფონების 20% მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხამრებლების 80% განახლებების გარეშე დარჩა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ Windows 10 Mobile-ის განახლებებიც არ გამოირჩევა დიდი სიახლეებით. Windows Phone 8.1 პირველად 2014 წელს წარმოადგინეს, ეს იყო ამ პლატფორმის ყველაზე დიდი განახლება, რომელშიც პირველად […]

Chrome OS მალე პლანშეტებზე გაეშვება

2015-16 წლებში ვრცელდებოდა ჭორები, რომ კომპანია Google აპირებს Android და Chrome OS-ების გაერთიანებას. გასული წლის ბოლოს კომპმანიის ივიე პრეზიდენტმა ჰიროში ლოკჰეიმერმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა კომპანია აშკარად მუშაობს სისტემების დაახლოებაზე. მაგალითისთვის გასულ წელს Chrome OS-ში Google Play Store და Android აპლიკაციების გამოჩნდა. ახლა უკვე Google-მა პლანშეტებთან თავსებადობის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. Chrome OS-ის […]