ტექნოპარკში ღონისძიება Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება

0
26 იანვარს, 16:00 საათზე,  თბილისის  ტექნოპარკში  ღონისძიება  სახელწოდებით Cardano Blockchain Tbilisi გაიმართება. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით ტარდება.  ტექნოპარკი Input Output Hong Kong (IOHK) -  ის ყველაზე ცნობილი პლატფორმის - კარდანოს ბლოკჩეინ  ტექნოლოგიის მოწინავე მეცნიერებს უმასპინძლებს.  როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, Cardano Blockchain Tbilisi-ზე  განიხილება კარდანოს  ბლოკჩეინ პლატფორმაზე  სტარტაპების განვითარების პოტენციალი და სმარტ კონტრაქტებისუპირატესობები ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების პროცესში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

0
16 იანვრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას ავთანდილ კასრაძე დაიკავებს.  კასრაძე უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციასასრულებდა. ის, ასევე, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა სააგენტოს დაარსების დღიდან. ავთანდილ კასრაძე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსისშედეგად შეირჩა. 

C4R – ავტოგაქირავების პლატფორმა

0
TBC-ის პლატფორმა სტარტაპერის ერთ-ერთი ახალი სტარტაპი C4R-ა. ეს ავტოგაქირავების პლატფორმაა,რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარი მანქანები გააქირაონ, აკონტროლონ მათი ადგილმდებარებადა მდგომარეობა და ამ ყველაფერში ფულადი სარგებელი ნახონ.  საქართველოში ავტო გაქირავების კუთხით ფუნქციონირებს რამდენიმე ვებ-გვერდი,  თუმცა, C4R საკმაოდ მოსახერხებელი და კომფორტული პლატფორმაა, რომელიც ტურისტებსაც და მანქანის გამქირავებლებსაც უმარტივებს ფინანსების მოძიების საშუალებას.  სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 

ახალი ქართული სტარტაპი – “ღუნღულა”

0
ახალი ქართული სტარტაპი - “ღუნღულა”  პუფი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და ფუმფულა სავარძელია. ახალი სტარტაპი “ღუნღულა” კიგთავაზობთ ელექტრო გამათბობელის მქონე პუფებს. იდეის ავტორები  ლილიკოოსეფაშვილმა და თორნიკეჯანელიძეარიან.  როგორცთავადსტარტაპერებიამბობენ, პუფებიავტომობილის სავარძლის გათბობის სისტემის პრინციპითთბება. მათი გარეცხვა, გასუფთავებაც უპრობლემოდ შეიძლება.   პუფებიდაბალიშებიუკვერამდენიმეკვირაა, რაცჩაშვებულიაგაყიდვაში. 

IFE 2019 – კიდევ ერთი შესაძლებლობა ქართველი მეწარმეებისა და...

0
IFE 2019 - კიდევ  ერთი  შესაძლებლობა  ქართველი  მეწარმეებისა  და  სტარტაპერებისთვის.  2019 წლის 17დან 20 მარტის ჩათვლით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტარტაპერებსა თუ უკვე დიდი ხნის ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ  საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში.  ღონისძიება ლონდონში გაიმართება.  აღნიშნული გამოფენა საუკეთესო შანსია საკუთარი პროდუქციის წარსადგენად და საინტერესო ბიზნესკავშირების მოსაპოვებლად.  დამატებითი ინფორმაციისთვის - https://www.ife.co.uk/

სიახლეები პირველი ქართული ვებ-ბრაუზერი Stack-ის შესახებ

0
პირველი ქართული ვებ-ბრაუზერი Stack-ის მომხმარებლების რაოდენობა იზრდება - ამის შესახებ ნავიგატორი Stack-ის ერთ-ერთ შემქმნელ გიორგი ლალიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, მომხმარებელი თებერვალში სასიამოვნო სიახლეს უნდა ელოდოს. რაც შეეხება TechCrunch Disrupt-ს, ლალიაშვილის თქმით, ღონისძიებამ...

Lean Startup Summit – ორ დღიანი ღონისძიება სტარტაპერებისთვის

0
11-12 თებერვალს ბერლინში Lean Startup Summit-ი იმართება. ეს არის ორ დღიანი ღონისძიება, რომელიც ინოვაციებზე, ექსპერიმენტებზე, სტარტაპის ძირეულ თემებსა და პრობლემებზე გააკეთებს აქცენტს. Lean Startup Summit-ის მოწვეული მომხსენებლები საერთაშორისო დონის ექსპერტები, ავტორები...

Startup Day 2019

0
სასიამოვნო სიახლე სტარტაპერებისთვის - 23 იანვარს, 12:00 სთ-ზე, ესთონეტში Startup Day 2019 ჩატარდება. ღონისძიებაზე 100-მდე მსოფლიო დონის მომხსენებელი უმასპინძლებს 4 000 სტუმარს. მთავარი თემა ბიზნესი, ახალი ტექნოლოგიები, ინოვაცია და სტარტაპების წარმატებული...

“აწარმოე საქართველოში” – 2018 წლის მონაცემები

0
პროექტში “აწარმოე საქართველოში” 2014 წლიდან მხარდაჭერილია 422 პროექტი. 2018 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, მხარდაჭერილი პროექტები მოიცავენ ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა კი, 1 მილიარდ ლარზე მეტია (ბაკების დამტკიცებული სესხების მოცულობა 552 მლნ...

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დასრულდა

0
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიერ ორგანიზებული თანადაფინანსების გრანტების პროგრამა დასრულდა. ეს რიგით მეორე პროგრამა იყო, რომელიც 2018 წლის 19 ნოემბერს დაიწყო. სულ 134 განაცხადი შევიდა, მათგან რამდენიმე საინტერესო პროექტი შეირჩევა....