მაიკროსოფტმა Windows 10 Anniversary Update-ის გამოსვლის თარიღად 2 აგვისტო დაასახელა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახელბა, რომელიც მომხმარებლებსა და ბიზნესებს ახალ ფუნქციონალს შესთავაზებს.

ასევე გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც Windows 10 უკვე 350 მილიონ მოწყობილობაზე მუშაობს რაც მაისის 300 მილიონიდან სერიოზული ნახტომია.

29 ივლისს იწურება ვადა, რომლის განმავლობაშიც წინა ვერსიების მომხამრებლებს შეეძლოთ უფასოდ განახლებულიყვნენ ახალ ვერსიამდე და კომპანია ამ ვადის გახანგრძლივებას უკვე არ გეგმავს. ასევე 29 ივლისს ზუსტად ერთი წელი გადის რაც Windows 10-ის რელიზი შედგა.

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოების თვალსაზრისით განხორციელებული სიახლეები, მათ შორის Windows Defender-ის განახლება და Windows Information Protection სერვისი, რომელიც ბიზნეს მონაცემების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

უმთავრესი განახლებები სამომხმარებლო მხარესაა და მათ შორის აღსანიშნავია Cortana, Windows Ink – ხელნაწერი და თავისუფალი ფორმის მონაცემთა შეყვანისთვის. ბევრი რამ გათვლილია საგანმანათლებლო სექტორში Chromebook-ებთან და iPad-ებთან კონკურენციისთვის.

სიახლეებს იხილავენ აგრეთვე Xbox One კონსოლების მფლობელები, რომელთა შორის არის Cortana, Microsoft Xbox Anywhere პროგრამა, რომელიც თამაშებს ერთდორულად Xbox-სა და PC-ზე გაშვების საშუალებას მისცემს და ეს თამაშები გაერთიანებული Windows Store-ში იქნება განთავსებული.

წინა სტატიაWindows 10-ში ერთიანი შეტყობინებების სისტემა არ იქნება
შემდეგი სტატიაAndroid 7.0-ის სახელია Nougat (ნუგა)

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი