Google-ის პრეზენტაციამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა 4 ოქტომბერს წარსადგენი მოწყობილობების სია და მათ შესახებ ჭორები მატრულობს. Chromecast Ultra, რომელიც 4K ვიდეოს გაშვებას შეძლებს ერთ ერთი მათგანია. გავრცელებულ სურათებზე ახალ მოწყობილობას არა აქვს Chrome-ის ლოგო და მხოლოდ Google-ის “G” ამშვენებს.

ჭორების თანახმად გაჯეტი 69$ დოლარი ეღირება, თუმცა ძველი FullHD მოდელის გაყიდვები ამით არ შეწყდება, რადგან ჯერ კიდევ ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებელი იყენებს FullHD ტელევიზორებს, რომლებისთვისაც ახალი მოწყობილობის ყიდვას აზრი მანამ არ ექნება სანამ ახალ ტელევიზორს არ შეიძენს.

ლოგოს ცვლილების გარდა მოწყობილობას სხვა გარეგნული ცვლილება არ ეტყობა. წინა მოდელის მსგავსად ის მრგვალია და აქვს HDMI კაბელი, რომლიც მაგნიტურად მაგრდება კორპუსზე. Chromecast Ultra-ს გარდა 4 ოქტომბის ღონისძიებაზე მოსალოდენლია ორი Pixel სამარფონი, Google Home დინამიკი და ახალი Wi-Fi როუტერი.

წინა სტატიაGoogle WiFi შესაძლოა 4 ოქტომბერს ახალ სმარტფონებთან ერთად გამოვიდეს
შემდეგი სტატიაGoogle ახალ საოპერაციო სისტემას ატესტირებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი