გუშინ გამოვიდა Ubuntu-ს მორიგი 17.04 ვერსია, რომელიც Zesty Zapus სახელითაა ცნობილი.

სატესტო ანაწყობები უკვე გასული წლის ნოემბერში იყო ხელმისაწვდომი. ინტერნეტში უკვე ბევრი რევიუა სადაც სიახლეებზე არის საუბარი. ზოგიერთი ნოვაცია დისკუსიის საგანი გახდა, რადგანაც სამაგიდო ვერსიის მომხმარებლებმა არაერთგვაროვნად აღიქვეს Unity 8 გრაფიკული გარსის განვითარების შეწყვეტა და Gnome 3.22-ზე გადასვლა. Ubuntu 17.04-ში ჯერ კიდევ Unity 7 გამოიყენება, მაგრამ მომდევნო ვერსიებში ის უკვე აღარ იქნება.

Canonical-ის დამფუძნებლის მარკ შატლვორთის განცხადებით Ubuntu-ს განვითარებაში კარდინალური ცვლილება მოხდება. ეს ცვლილება ახალი ვერსიის სახელშიც კი ჩანს, რომელშიც ორივე სიტყვა Z ასოთი იწყება. არის ინფორმაცია, რომ შემდეგი ვერსია 17.10 Acrobatic Aardvark იქნება და ეს დაბრუნება ანბანის დასაწყისში ასოცირებულია ახალი მიმართულებით მოძრაობასთან.

ბოლო დროის განმავლობაში Canonical-ის პრიორიტეტები სერიოზულად შეიცვალა: კომპანია IoT სფეროსა და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე ფოკუსირებას აპირებს.

მსგავს პროექტებზე მუშაობა, როგორიცაა Mir, Ubuntu Personal და Ubuntu Phone შეჩერებულია ან გადადებულია განუსაზღვრელი დროით, ხოლო Ubuntu-ს სერვერულ ვერსიაში ძალიან მალე ბევრ სიახლეს ვიხილავთ.

ამ სტატიაში ჩვენ გვინდა სიახლეები განვიხილოთ, რომელიც Ubuntu 17.04 ვერსიაში განიხილეს, მაგრამ ჯობია ერთხელ ნახოთ ვიდრე 100-ჯერ წაიკითხოთ. ამიტომაც ჩვენ გირჩევთ არა მხოლოდ წაიკითხოთ ეს სტატია, გადმოწეროთ და პრაქტიკაში მოსინჯოთ ყველაფერი.

ბირთვი და პროგრამული უზრუნველყოფა

Ubuntu 17.04-ში გამოიყენება ბოლო სტაბილური ვერსიის ბირთვის – 4.10. ყველა ცვლილებაზე და გაუმჯობესებაზე უფრო მეტი ინფოორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.

უფრო მნიშვნელოვანი განახლება სერვერულ ვერსიას შეეხო სადაც qemu (2.8), libvirt (2.5) და DPDK (16.11.1) გამოჩნდა. ასევე Ubuntu 17.04-ში ჩართულია OpenStack – Ocata რომელიც ამ პროდუქტის უახლესი ვერსიაა.

სამაგიდო ვარიანტში ხელმისაწვდომი გახდა Gnome-ის უახლესი 3.24 ვერსია. დამატებულია პოპულარული პროგრამების უახლესი რელიზები:

  • Firefox 52
  • Thunderbird 45
  • LibreOffice 5.3
  • Nautilus 3.2.4
  • Rhythmbox 3.4.1

Swap ფაილი Swap პარტიციის ნაცვლად

უკვე დიდი ხანია ზოგიერთი სისტემური ადმინისტრატორი არამიზანშეწონილად თვლის swap-ისთვის ცალკე პარტიციის გამოყოფას. დღეს, როცა მეხსიერების მოცულობა სერვერებზე გიგაბიტებში იზომება არანაირი აუცილებლობა არ არის მასზე უფრო დიდი მოცულობის swap დისკის გამოყენებისთვის.

2.6 ვერსიის ბირთვში წარმოდგენილ იქნა ალტერნატიული გადაწყვეტილება: შესაძლებელი გახდა გამოყოფილი პარტიციის ნაცვლად მონაცემების ფაილში  ჩაწერა ისევე, როგორც ეს Windows-ში არის განხორციელებული, თუმცა ამის გაკეთება მხოლოდ ხელოვნურად იყო შესაძლებელი. Ubuntu 17.04-ში swap ფაილი ავტომატურად იქმნება, მისი ზომა თავისუფალი ადგილის 5%-მდეა და ამავდროულად არ აღემატება 2 გიგაბაიტს. საჭიროების შემთხვევაში ფაილის ზომა შეგიძლიათ მარტივად შეცვლაოთ.

ეს ცვლილება არ შეეხება ინსტალაციებს, რომლებშიც გამოიყენება LVM სისტემები.

Systemd-resolved

Ubuntu 17.04-ში DNS რეზოლვერის ფუნქციას systemd-desovled შეასრულებს, რომელიც წინა 16.10 ვერსიაში გამოჩნდა. ახალი სერვისის გამოჩენის მიზეზი DNS-თან მუშაობის უნიფიცირება გახდა სამაგიდო და სერვერულ ვერსიებში. უმთავრესი ცვლილება არის სიმსუბუქე, DNSSEC-ის მხარდაჭერა და საშუალება დაუკავშირდეს DNS სერვერებს იმ შემთხვევაში თუ ლოკალური რეზოლვერი გაფუჭდება.

შეწყდა PowerPC-ის მხარდაჭერა

17.04 ვერსიაში და შემდეგში Ubuntu-ში არ იქნება 32-ბიტიანი PowerPC არქიტექტურის მხარდაჭერა, ხოლო არსებული მხარდაჭერა 16.04 LTS ვერსიაში შენარჩუნებული იქნება 2021 წლის აპრილამდე.

სერვერული და სამაგიდო ვერსიების გადმოსაწერად იხილეთ ბმული.

წინა სტატიაTOSHIBA-ს კომპანიის მომავალ არსებობაში ეპარება ეჭვი
შემდეგი სტატიასერვისი Google Earth მნიშვნელოვნად განახლდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი