ხელოვნური ინტელექტის (AI) ცნება დაკავშირებულია კომპიუტერულ სისტემებთან, რომელთაც შეუძლია კომპლექსური დავალებების შესრულება. ისტორიულად ამგვარ დავალებებს მხოლოდ ადამიანი ასრულებდა, ასეთებია: მსჯელობა, გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრა.
დღეისათვის ცნება “AI” აღწერს ტექნოლოგიების მრავალფეროვნებას, რომელიც მოიცავს სერვისებსა და პროდუქტებს, რომელსაც მოვიხმართ – ფილმების რეკომენდაციების აპლიკაციებიდან დაწყებული ჩათბოტებით დამთარებული. ეს ყველა სერვისი ნამდვილად მოიცავს თუ არა ხელოვნურ ინტელექტს იმ ფორმით როგორც წარმოგვიდგენია? თუ არა, რატომ ვიყენებთ მათ ასე ხშირად?
ამ სტატიაში განვიხილავთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და მათ სხვადასხვა ტიპებს. ბოლოს კი შევაჯამებთ ხელოვნური ინტელექტის სარგებლიანობასა და საფრთხეებს.
რა არის ხელოვნური ინტელექტი?
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის თეორია და კომპიუტერული სისტემების განვითარება, რომელთაც შეუძლია შეასრულოს ისეთი დავალებები რომელიც ისტორიულად ადამიანურ ინტელექტს მოითხოვდა, ასეთებია: ხმის ამოცნობა, გადაწყვეტილებების მიღება და პატერნების ამოცნობა. AI მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა: მანქანური სწავლა, ღრმა შესწავლა და ენის შემუშავება (NLP).
დღეისათვის ხელოვნური ინტელექტის ცნება იმდენად ფართოდ გამოიყენება, რომ საეჭვოა ყველა ეს სერვისი ნამდვილად მოიცავს თუ არა ხელოვნურ ინტელექტს. მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიები რომელიც დღეს გამოიყენება წარმოადგენს მაღალგანვითარებული მანქანური სწავლების შედეგს, რაც არის ხელოვნური ინტელექტის სივრცეში შესასვლელი პირველი ნაბიჯი, იგივე “გენერალური ხელოვნური ინტელექტი” (GAI).
მიუხედავად ფილოსოფიური შეუთანხმებლობისა ნამდვილად ვიყენებთ თუ არა “ნამდვილ” AI-ს, როდესაც ადამიანი იყენებ ცნება ხელოვნურ ინტელექტს ის გულიხმობს ხელოვნური დასწავლის ტექნოლოგიებს როგორიცაა Char GPT ან ისეთი კომპიუტერული ხედვა, რომელიც ასრულებს ისეთ დავალებებს როგორსაც აქამდე მხოლოდ ადამიანი ასრულებდა. ასეთი დავალებებია ტექსტის გენერაცია, მანქანის მართვა, მონაცემთა ანალიზი.
ხელოვნური ინტელექტის მაგალითები
ხელოვნური ინტელექტის ცნებასთან ხშირად დაკავშირებულია ფილმებში ნანახი ადამიანური რობოტები. ასეთები ჯერ არ არსებობს, მაგრამ შესაძლოა უკვე შეხება გქონიათ მანქანური დასწავლით აღჭურვილ სერვისებთან.
მარტივი სიტყვებით, მანქანური დასწავლა იყენებს ალგორითმებს რომელიც დატრენინგებულია მონაცემთა ბაზებზე. ეს ქმნის მანქანური დასწავლის მოდელებს, რომელიც კომპიუტერულ სისტემებს საშუალებას აძლევს შეასრულონ ისეთი დავალებები, როგორიცაა მუსიკის რეკომენდაცია, უმოკლესი მარშუტის შექმნა, ტექსტის თარგმნა ერთი ენიდან მეორეზე. დღეისათვის გამოყენებული ხელოვნური ინტელექტის ყველაზე გავრცელებული მაგალითებია:
- ChatGPT: იყენებს ფართო ენობრივ მოდელებს (LLMs) იმისთვის, რომ შექმნას ტექსტი და კითხვებს გასცეს პასუხი.
- Google Translate: იყენებს ღრმა დასწავლის ალგორითმებს, რათა ტექსტი თარგმნოს ერთი ენიდან მეორეზე.
- Netflix: იყენებს მანქანური დასწავლის ალგორითმებს, რათა მოგვაწოდოს ჩვენი წინა აქტივობის შესაბამისობაზე დაფუძნებული პერსონალიზებული ფილმების შემოთავაზებები .
- Tesla: იყენებს კომპიუტერულ ხედვას რათა მართოს მანქანა.
ხელოვნური ინტელექტი სამუშაო გარემოში
ხელოვნური ინტელექტი ბევრ ინდუსტრიაშია გავრცელებული. დავალებების იმგვარად ავტომატიზაცია, რომ ადამიანურ ჩარევას არ საჭიროებდეს, ზოგავს დროსა და ფულს. ასევე, ამცირებს ადამიანური შეცდომის დაშვების შანსს. რა სფეროში შეიძლება იყოს დასაქმებული ხელოვნური ინტელექტი?
- ფინანსური ინდუსტრია. ფინანსურ ინდუსტრიაში თაღლითობის აღმოჩენა AI-ს ძლიერ მხარეს წარმოადგენს. AI-ს შესაძლებლობა, რომ დაამუშავოს დიდი მოცულობის მონაცემები, საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს ანომალია და პატერნების, რომელიც მიუთითებს თაღლითობაზე.
- ჯანმრთელობის ინდუსტრია. ხელოვნური ინელექტით აღჭურვილ რობოტებს შეუძლიათ დახმარების გაწევა ოპერაციის გაკეთებისას. მათი სიზუსტე ამცირებს ინფექციის რისკა და სისხლის დაკარგვის შანსს.
რა არის გენერალური ხელოვნური ინტელექტი (AGI)?
გენერალური ხელოვნური ინტელექტი (AGI) აღნიშნავს თეორიულ მდგომარებას, რომელშიც კომპიუტერული სისტემა შეძლებს მიაღწიოს ან გადააჭარბოს ადამიანურ ინტელექტს. სხვა სიტყვებით, გენერალური ხელოვნური ინტელექტი არის “ნამდვილი” AI: ისეთი, როგორიც აღწერილია ფილმებში, წიგნებში, კომქსებში და სატელევიზიო შოუებში.
AI ზუსტი მნიშვნელობისას მკლევარები დაობენ თუ როგორ შვნიშნოთ და განვასხვავოთ “ნამდვილი” გენერალური ხელოვნური ინტელექტი. თუმცა, იმის აღმოსაჩენად მანქანა არის თუ არა ინტელიგენტური არსებობს ცნობილი მიდგომა. ეს მიდგომა ცნობილი ტურინგის ტესტის ან იმიტირებული თამაშის სახელით. ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც პირველად ცნობილმა მათემატიკოსმა, კომპიუტერულმა მეცნიერმა და კრიპტოანალიტიკოსმა ალან ტურინგმა ჩაატარა. ტურინგმა აღწერა სამ მოთამაშიანი თამაში, სადაც ადამიანი “გამომძიებელი” ტექსტის საშუალებით ელაპარაკება ერთ ადამიანს და ერთ მანქანას. თუ “გამომძიებელი” ადამიანი ვერ განასხავევს, რომელია ადამიანი და რომელი რობოტი, ეს ნიშნავს რომ მანქანა შეგვიძლია ჩავთვალოთ ინტელიგენტად.
მკვლევარები და ფილოსოფოსები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან ვართ თუ არა ჩვენ გენერალიზებული ხელოვნური ინტელექტის მიღწევის საწყის ეტაპებზე თუ ამის მიღწევა სრულიად შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა ვაღწევთ თუ არა გენერალური ხელოვნური ინტელექტის ეპოქას, უკვე ვიცით თუ როდის გამოიყენებენ ამ ცნებას ადამიანები.
ხელოვნური ინტელექტის 4 ტიპი
ხელოვნური ინტელექტის განვითარებული ფორმების შესაქმნელად მკვლევარებს სჭირდებათ ზუსტი ფორმულირება მოახდინონ, თუ რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი და ცნობიერება. ამ კომცეპტის ფორმულირებისათვის მკვლევარებმა გამოყვეს ხელოვნური ინტელექტის 4 ტიპი.
მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის არენდ ჰინცეს მიხედვით ხელოვნური ინტელექტის 4 ტიპია:
1. რეაქტიული მანქანები
რეაქტიული მანქანა ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მარტივი ფორმაა. ამ ფორმაში აწყობილი მანქანები წინარე მოვლენებზე დაფუძნებულ ცოდნას არ ამჟღავნებენ, ისინი გამოხარავენ რეაქციას მოცემულ მომენტში. შედეგად, მათი პერფომანსი ვიწრო ხედვაზეა დაფუძნებული და შეუძლიათ ისეთი დავალებების შესრულება, როგორიცაა ჭადრაკის თამაში.
2. ლიმიტირებული მეხსიერების მანქანები
ლიმიტირებული მეხსიერების მანქანებს წარსულ მოველებზე ლიმიტირებული ცოდნა აქვთ. მათ გარე სამყაროსთან მეტი ინტერაქციის უნარი აქვთ, ვიდრე რეაქტიულ მანქანებს. მაგალითად, თვითმართვადი მანქანები იყენებს ლიმიტირებულ მეხსიერებას, რომ განახორციელოს მობრუნება ან მოხვევა, დააკვირდეს მოახლოებულ მანქანებს და შესაბამისად შეცვალოს სიჩქარე.
3. გონების მანქანის თეორია
მანქანები, რომლებიც “გონების თეორიას” ფლობს, წარმოადგენს გენერალური ხელოვნური ინტელექტის ფორმას. მათ ისევე, როგორც შეუძლიათ სამყაროს რეპრეზენტაციის შექმნა, ასევე მათ წარმოდგენა აქვთ სამყაროში არსებული სხვა სუბიექტების შესახებ. ამ მომენტისთვის, ეს რეალობა რეალიზებული არ არის.
4. თვითშემეცნებითი მანქანები
თვითშემეცნებითი მანქანები თეორიულად ხელოვნური ინტელექტის ყველაზე განვითარებულია მექანიზმია. ის ფლობს სამყაროს შესახებ ინფორმაციას ისევე, როგორც საკუთარ თავზე. ეს არის ის მდომარეობა, რომელზეც ხალხი საუბრობს გენერალური ხელოვნური ინტელექტის შესახებ საუბრისას და ეს ეპოქა რეალობისგან ჯერ კიდევ შორს არის.
ხელოვნური ინტელექტის ბენეფიტები და საფრთხეები
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი შეცვალოს როგორ ვმუშაობთ და წარვმართავთ ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ ტრანსფორმაციებიდან ბევრი მიმზიდველად გამოიყურება, მაგალითად დივაისები რომლებსაც ვატარებთ, თვითმართვადი მანქანები, ვირტუალური ასისტენტები. თუმცა მათ თან ახლავს გამოწვევებიც.
რეალობა კომპლექსურია. სიაში მოცემულია პოტენციური ბენეფიტები და საფრთხეები, რაც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ახლდეს თან.
პოტენციური ბენეფიტები | პოტენციური საფრთხეები |
---|---|
განმეორებითი დავალებების შესრულების დროს მაღალი სიზუსტე: კომპიუტერებისა და მანქანების აწყობა | გაზრდილი ავტომატიზაციის კვალობაზე სამუშაო ადგილების შემცირება |
მანქანების ეფექტურების გამო ფასების შემცირება | მონაცემთა ბაზების დისკრიმინალიზაცია, რომელზეც ხელოვნური ინტელექტია გაწვრთნილი |
ციფრული სერვისებისა და პროდუქტების გაზრდილი პერსონალიზაცია | კიბერუსაფრთხოების საფრთხეები |
გარკვეულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებული უნარი | ინფორმაციის არ ქონა, თუ როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული |
ტექსტური და ფოტო მასალის სწრაფი გენერაციის უნარი | დეზინფორმაციის შექმნის პოტენციალი |
ეს არის რამდენიმე გზა თუ რა სარგებელსა და საფრთხეს შეიძლება უმზადებდეს ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებას. მეტ შესაძლებლობასთნ ერთად მეტი პასუხისმგებლობა მოდის.