პროცესორ Qualcomm Snapdragon 845-ის შესახებ დღითი დღე უფრო მეტი ინფრომაცია ვრცელდება. უკვე ვიცით, რომ ჩიპსეტი იქნება რვა ბირთვიანი: ოთხი ARM Cortex-A75 და ოთხი ARM Cortex-A53. გარდა ამისა, ხშირი საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რომელ სმარტფონზე შედგება პროცესორის დებიუტი. გავრცელებული ინფრომაციით Qualcomm აქარმოებდა მოლაპარაკებებს LG-სთან, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ პირველი სმარტფონი ახალი პროცესორით იქნება LG G7.

Qualcomm-ის უფროსმა ინჟინერმა საკუთარ Linkedin-ის გვერდზე განაცხადა, რომ ამ დროისათვის კომპანია მუშაობს პროცესორში X20 LTE მოდემის ჩართვაზე. მოდემს აქვს LTE Cat. 18-ის მხარდაჭერა, რაც მას საშუალებას აძლევს 1,2გბიტი/წმ-ში ჩამოტვირთვის სიჩქარით იმუშაოს, ხოლო 12 ნანომეტრიანი ტექპროცესი FinFET და მატარებელი სიხშირეების აგრეგაცია 2×20 მჰც. (რადიოსიხშირეები FDD და TDD) იძლევა 150 მბ/წმ. მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს.

Qualcomm ამბობს, რომ X20 LTE მოდემი შექმნილი 5G-ის გათვალისწინებით და ამ ტექნოლოგიის განვითარებას უწყობს ხელს. ზოგიერთმა მწარმოებლებმა უკვე მიიღეს Snapdragon 845-ის ნიმუშები რაც იმას ნისნავს, რომ პროცესორი ბაზარზე უკვე 2018 წლისთვის გამოვა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here