ქსელში არაერთხელ გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ OnePlus-ის მორიგი ფლაგმანი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის უსიამოვნო, ჩაკბეჩილი ეკრანით გამოვიდოდა. რესურსმა TheVerge ეს უკვე დაადასტურა ოფიციალური ფოტოთი სადაც სმარტფონის ეკრანის ზედა ნაწილი ჩანს.

მწარმოებელმა მასში სელფის კამერა და ყველა სპეციალური სენსორები ჩააშენა, რომლებიც აუცილებელია მოწყობილობის გამართულად მუშაობისათვის. ეკრანის ნაპირები მომრგვალებულია ისე, როგორც iPhone X-ში და მიუხედავად ჩაჭრისა მას მაინც აქვს საკმაოდ დიდი ჩარჩო.

OnePlus-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მომხმარებელს მოუწევს შეგუება იმ ფაქტზე, რომ მალე სმარტფონების უმრავლესობას ექნება მსგავსი კუნძული და დასძინა, რომ Google-მაც კი გაითვალისწინა ეს და Android საოპერაციო სისტემის P ვერსიაში ამ ფუნქციონალის მხარდაჭერაც გაითვალისწინა.

წინა სტატიაApple-მა ყველაზე იაფიანი iPad დააანონსა
შემდეგი სტატიაApple iOS 11.3-და ძველი მოწყობილობების წარმადობის შეზღუდვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი