წლევანდელი ფინანსური ანგარიშის წარდგენისას კომპანიამ პასუხები გასცა ინვესტორებისა და ანალიტიკოსების კითხვებს სადაც მათი მომავალი კონსოლის შესახებაც გაჟღერდა ინფორმაცია და გაირკვა, რომ ახალი კონსოლი მიმდინარე ფინანსურ წელს არ გამოვა. Wall Street Journal-ის იაპონური გამოცემის რედაქტორმა განაცხადა, რომ კომპანია გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და ამაში საკმაოდ დიდი ფინანსების ჩადებასაც აპირებს.

ამას წინათ Sony-მ უკვე თქვა, რომ კონსოლი 2019 წელს არ გამოვიდოდა, მაგრამ ჭორები მაინც გავრცელდა კონსოლის 2020 წლის მარტში გამოშვების შესახებ. ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჭორებიც არ მართლდება და პროგნოზების თანახმად 2020 წლის ნომებრამდე Playstation 5-ის გამოსვლა მოსალოდნელი არ არის.

წინა სტატიატექნოპარკის შეთავაზება სტარტაპებს
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy View 2 – გამოვიდა უზარმაზარი პლანშეტი-ტელევიზორი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი