Huawei Mate 10 დაჭერის სიმძლავრეზე რეაგირებს

Huawei ბაზარზე თავისი პოზიციის გაძლიერებას აგრძელებს. სანამ Apple და Samsung ერთმანეთს ებრძვიან, ამბიციური ჩინური კომპანია აგრძელებს ახალი ტექნიკის შექმნას და ინოვაციური იდეების განხორციელებას. ორი წლის წინათ, კომპანია Huawei დაეწია მსოფლიო გიგანტებს. მან პირველმა გამოიყენა Force Touch ტექნოლოგია Mate S-ში. ამგვარი ხრიკი მუდამ წარმატების მომტანია. ამ დღეებში ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია მუშაობს […]
მსოფლიოში ყველაზე დიდი 4K ტელევიზორი

დღეისათვის ტელევიზორის მწარმოებლებისათვის რთულია გაგვაოცონ. ამიტომ, კომპანიებს უწევთ მომხმარებლების ყურადღება მიიქციონ ახალი ტექნოლოგიებით, გამოსახულების ხარისხითა და მოწყობილების ზომით. ზოგი ფსონს სისქეზე დებს, ზოგიც კი – დიაგონალზე. მაგალითად, ავსტრიული კომპანია C Seed ამზადებს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელევიზორებს. მათი ბოლო მიღწევაა C Seed 262 – მსოფლიოში ყველაზე დიდი 4K ტელევიზორი. C Seed 262-ის დიაგონალი 6,5 მეტრია (262 […]
OnePlus 5: ფოტოები და მახასიათებლები

OnePlus 5 შემდეგ კვირას იქნება წარმოდგენილი. OnePlus-ის წარმომადგენლები რეგულარულად აქვეყნებენ სმარტფონის ფოტოებს. ერთადერთ საიდუმლოდ მოწყობილობის წინა მხარის დიზაინი რჩებოდა, თუმცა, დღეს ესეც გამჟღავნდა: ინტერნეტში გამოჩნდა OnePlus 5-ის რენდერი. თუ უკანა მხრიდან OnePlus 5 ძალიან ჰგავს iPhone 7 Plus-ს, წინა მხრიდან ის მოგვაგონებს Meizu ან Huawei P10-ს. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, OnePlus 5-ს ექნება შემდეგი მახასიათებლები: […]
Valve-მ Steam Greenligh-ის მემკვიდრე სერვისი გაუშვა

გასულ კვირას Valve-მ გამოაცხადა Steam Greenlight-ზე მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტის შესახებ. Steam Greenlight არის სერვისი, სადაც ეშვებოდა ინდი თამაშები, რომლებიც სტიმის მომხმარებლებისაგან საკმარის ხმებს იღებდა. ახლა მისი ადგილი დაიკავა სხვა პლატფორმამ, სახელწოდებით Steam Direct. ახალი სერვისი საშუალებას იძლევა შემოწმების პროცესი დაჩქარებულ იქნას. Steam Direct ძველი სერვისისგან იმით განსხვავდება, რომ თამაშის შერჩევისათვის მომხმარებლის თანამონაწილეობა საჭირო აღარ იქნება. თამაშის ავტორისათვის საკმარისია […]
Samsung Galaxy C10: რენდერი, მახასიათებლები

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Galaxy Note 8 იქნებოდა პირველი ორკამერიანი სმარტფონი Samsung-ისაგან. თუმცა, ეს მოსაზრდება არ გამართლდა. ბოლო ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანიის პირველი ორკამერიანი დივაისი იქნება Galaxy C10. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია სმარფონის ფასისა და მახასიათებლების შესახებაც, ასევე გამოჩნდა მოწყობილობის მადემონსტირებელი რამდენიმე რენდერი. დასტურდება, რომ სმარტფონს ექნება 6დიუმიანი Super AMOLED ეკრანი გარჩევადობით 1920×1080, 2,2 გჰც-იანი […]
Qualcomm-ის თანამშრომელი საუბრობს Snapdragon 845-ის შესახებ

პროცესორ Qualcomm Snapdragon 845-ის შესახებ დღითი დღე უფრო მეტი ინფრომაცია ვრცელდება. უკვე ვიცით, რომ ჩიპსეტი იქნება რვა ბირთვიანი: ოთხი ARM Cortex-A75 და ოთხი ARM Cortex-A53. გარდა ამისა, ხშირი საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რომელ სმარტფონზე შედგება პროცესორის დებიუტი. გავრცელებული ინფრომაციით Qualcomm აქარმოებდა მოლაპარაკებებს LG-სთან, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ პირველი სმარტფონი ახალი პროცესორით იქნება LG G7. Qualcomm-ის […]
ახალი წყარო ადასტურებს, რომ Meizu Pro 7-ს ორი კამერა და დამატებითი ეკრანი ექნება

Meizu Pro 7-ის შესახებ ხმებმა მოიცვა ინტერნეტ სივრცე. ამ დღეებში გავრცელდა და დისკუსიის საგანი გახდა ტელეფონის რენდერები, რომლებზეც კარგად ჩანდა სმარტფონის დამატებითი ეკრანი. თუმცა, უკვე გავრცელდა დივაისის ნამდვილი ფოტოებიც. ფოტოებზე ჩანს, რომ ინფორმაცია ორი კამერისა და დამატებითი ეკრანის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა. უკანა პანელზე გამოყოფილია ადგილი დამატებითი ეკრანისათვის, ასევე აქვს ჭრილი ორი კამერისათვის. გავრცელებული ინფორმაციით Meizu […]
ორეკრანიანი Meizu Pro 7 ახალ რენდერებზე გამოჩნდა

ამ თვის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ კომპანია Meizu-ს ახალი ფლაგმანური სმარტფონი თავისი დიზაინით გაგვაოოცებდა: Meizu Pro 7-ს ექნება მეორე, მცირე ზომის, დამატებითი ეკრანი. YotaPhone-საგან განსხვავებით, მეორე ეკრანი ტელეფონის უცაკა მხარის მცირე ადგილს დაიკავებს. პანელი შეძლებს მოგვაწოდოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საათი, გამოტოვებული ზარები, მესიჯები, შეტყობინებები და ა.შ. ამ დღეებში რამდენიმე წყარომ გამოაქვეყნა რენდერები, რომლებზეც გამოსახულია ახალი Meizu Pro […]
Samsung J3, J5 და J7 (2017) გაყიდვაში ამ ზაფხულს შემოვა

კომპანია Samsung-მა ევროპაში ოფიციალურად წარმოადგინა მეტალის, Galaxy J სერიის სმარტფონების განახლება. მათ რიცხვს მიეკუთვნება Galaxy J3 (2017), Galaxy J5 (2017) და Galaxy J7 (2017). სერია J დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. 2017 წლის პირველ ნახევარში Galaxy J3 (2016) და Galaxy J5 (2016) ყველაზე პოპულარული სმარტფონების რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილზე მოხვდნენ. ლიდერი ადგილები კი დაიკავეს […]
iOS 11-ში ჩაშენებული ფაილური მენეჯერი დაემატა

ოპერაციულ სისტემა iOS-ს Android-საგან განსხვავებით ჩაკეტილი სისტემა აქვს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლების არ აქვთ სრული წვდომა ოპერაციული სისტემის ყველა ელემენტზე. ეს ეხებოდა ფაილურ სისტემებსაც კი. Apple-ის აზრით, ჩვეულებრივ მომხმარებელს არ სჭირდება ფაილური მენეჯერი ათასობით და შესაძლოა ათიათასობით ფაილით. საკმარისია მომხმარებელი შევიდეს შესაბამის აპლიკაციაში და მიიღოს წვდომა კონკრეტული ტიპის ფაილებზე: ეს იქნება ფოტოების გალერეა თუ მუსიკალური […]