The Game Awards-ის ნომინანტები მალე გამოვლინდება

გეიმინგის წლის შემაჯამებელი ყოველწლიური ცერემონია The Game Awards 8 დეკემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ცერემონია სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მილიონობით მაყურებელი ჰყავს.Game Awards-ის შემქმნელმა, პროდიუსერმა და წამყვანმა ჯეფ კეილიმ განაცხადა, რომ ცერემონიაზე სხვადასხვა ფორმით 50-ზე მეტი თამაში იქნება წარმოდგენილი. წლევანდელი შოუ სავსე იქნება ანონსებით, ნომინანტებითა და თრეილერებით. მისივე თქმით, ღონისძიების ნომინანტები მალე […]
დასაკეცი Iphone უკვე რეალობად იქცა

მას შემდეგ, რაც Samsung-მა მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი გამოუშვა, Apple-იც დასაკეცი მობილურის გამოშვებაზე ალაპარაკდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია მოწყობილობის შექმნაზე ფარულად მუშაობს. Apple -ის გულშემატკივრები დიდი ხანია სიახლეს ელოდებიან.ამასობაში კი, Apple-ის თაყვანისმცემელმა ჩინეთიდან, ტექნოლოგიურ გიგანტს დაასწრო და კომპანიის ნებართვის გარეშე, დასაკეცი აიფონის შექმნა საკუთარ თავზე აიღო.ჩინელმა იუთუბერმა, რომელიც KJMX მეტსახელით არის ცნობილი, მის მიერ შექმნილ […]
ამერიკული IT კომპანია FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – FDI გრანტის ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულმა კომპანიამ „Lineate”-მა ხელშეკრულება გააფორმეს.“აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის განმარტებით, “ლინეატი” სულ მცირე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამერიკული კომპანია 85-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო FDI გრანტის ფარგლებში, დამატებით 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და ქვეყანაში 700,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.„Lineate“ პირველი […]
ქართული სტარტაპი Pharao Unicorn Startup Battle International-ის ფინალში გადავიდა

ქართულმა სტარტაპმა Pharao-მ საერთაშორისო ღონისძიებაზე Unicorn Startup Battle International-ზე ინტერნაციონალურ ეტაპზე გაიმარჯვა და ფინალში მოხვდა. ღონისძიების ფინალი დეკემბერში გაიმართება, სადაც საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად, Pharao სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებთან ერთად შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.აღსანიშნავია, რომ ქართულმა სტარტაპმა ჯერ საქართველოში ჩატარებულ Unicorn Pitches Georgia-ზე გაიმარჯვა, რომელიც 28 ივლისს საქართველოში პირველად ჩატარდა. Pharao-მ ჟიურის ონლაინ კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ქულა […]
ილონ მასკმა აღიარა, რომ Twitter-ი შესაძლოა გაკოტრდეს

თვითერის ახალი მფლობელი ილონ მასკი Twitter-ის გაკოტრებას არ გამორიცხავს. კომპანიას მნიშვნელოვანი თანამშრომლები ტოვებენ.მილიარდერის გეგმა Twitter-ის განვითარებისთვის ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას და მოგების გაზრდას გულისხმობს. ახალი მფლობელი ფასიანი ხელმოწერებიდან მიღებული შემოსავლის წილის 50%-მდე გაზრდას გეგმავს. თავის პირველ კორპორატიულ მეილში მასკმა დაწერა, რომ თვითერი ვერ შეძლებს “გადაურჩეს მომავალ ეკონომიკურ ვარდნას”,თუ სოციალურ ქსელს გამოწერებიდან შემოსავლების გაზრდა არ გამოუვა, რათა სარეკლამო შემოსავლების […]
სწავლის გადასახადების მართვის ვებპლატფორმა – Edupay უცხოეთის ბაზრის ათვისებას გეგმავს

ედუფეი (Edupay) ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს საგანმანათლებლო სფეროში გადახდების პროცესს უმარტივებს. კომპანია საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და სპორტულ, ხელოვნების აკადემიებს სწავლის გადასახადის მენეჯმენტის ავტომატიზაციის ვებპლატფორმას სთავაზობს. სტარტაპი 2021 წელს შეიქმნა და საქართველოში ერთადერთი პლატფორმაა, რომელმაც სასწავლო დაწესებულებებში ფინტექმიმართულების დანერგვა დაიწყო. ედუფეი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლებელთან თანამშრომლობს და ამ დროისთვის უკვე 4 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადების დაიდენტიფიცირება […]
კომუნიკაციების კომისიამ კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ კახეთში სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გადაამზადა.კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და გურჯაანში 250 მოსწავლეს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. განიხილეს, როგორც სოციალური მედიის დაფინანსებაში თითოეული მომხმარებლის როლი, ასევე ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკის მუშაობა. მოზარდებს სხვადასხვა […]
iPhone 14 გადაუდებელი შემთხვევებისთვის თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებს

ამერიკულმა კომპანია Apple-მა 450 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა iPhone 14-მა გადაუდებელი შემთხვევებისთვის სატელიტებთან დაკავშირება შეძლოს. სმარტფონები თანამგზავრების საშუალებით მონაცემთა გადაცემას შეძლებენ. საუბარია SOS სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობაზე. Apple-მა უკვე დაადასტურა, რომ ფუნქცია აშშ-სა და კანადის მაცხოვრებლებისთვის ნოემბრის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც აღინიშნა, Apple-მა ამ ფუნქციისთვის 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა: თანხების უმეტესი ნაწილი Globalstar-მა მიიღო, რომლის […]
Stack Next – პირველი კოლაბორაციული ბრაუზერი ინტერნეტ სივრცეში

პირველმა ქართულმა ბრაუზერმა “სთექმა” (Stack) ინტერნეტ სივრცეში ახალი პროდუქტი Stack NEXT გამოუშვა.ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ ახალი ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ინტერნეტ ბრაუზერი მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის შესაძლებლობას აძლევს.Stack NEXT უკვე Product Hunt-ზეა განთავსებული, სადაც ხმის მიცემის გზით დღის ყველაზე ინოვაციურ პროდუქტებს ავლენენ. შესაბამისად, მათ მხარდასაჭერად ნებისმიერ მსურველს პროდუქტისთვის ხმის მიცემა შეუძლია.Stack NEXT-ის გამოყენების შესახებ “სთექმა” ვიდეო […]
VR ჩაფხუტი, რომელიც რეალურად მოგკლავს, თუ თამაშში მოკვდები

Oculus-ის დამფუძნებელმა და Meta Quest-ის შემქმნელმა, პალმერ ლაქიმ ახალი VR ჩაფხუტი შექმნა, რომელიც მომხმარებელს რეალურად მოკლავს, თუკი მისი პერსონაჟი ვირტუალურ თამაშში მოკვდება.“მხოლოდ სერიოზულმა საფრთხემ შეიძლება თამაში რეალური გახადოს” – აცხადებს ლაქი და განმარტავს, რომ “თუ თამაშში მოკვდები, კვდები რეალურ ცხოვრებაშიც”. პალმერ ლაქი საკუთარ ბლოგში ყურსასმენის აღწერისას, მოწყობილობის დეტალებზე საუბრობს. მისი განმარტებით, VR ჩაფხუტი 2012 წელს […]