Google Play Challegram-ის (მესენჯერი Telegram-ის ალტერნატიული ვერსია) რელიზიდან ორი კვირის შემდეგ, მისმა შემქმნელებმა გამოუშვეს სახელშეცვლილი აპლიკაციის პირველი დიდი განახლება. აპლიკაციის სახელი გახდა Telegram X. რებრენდინგთან ერთად, დაემატა ახალი ფუნქციებიც.
Telegram X-ის Android-ის განახლებულ ვერსიაში დაემატა მუსიკის გასტრიმვის შესაძლებლობა/ ასევე, დამატებულია სურათების დამუშავების ჩაშენებული რედაქტორი, ისევე როგორც ოფიციალურ კლიენტში გვაქვს.
Telegram X არის მესენჯერის სპეციალური ვერსია, რომელიც შექმნილია TDLib (Telegram Database Library) ბაზაზე და სწრაფი მუშაობისათვის ოპტიმიზირებულია 64 ბიტიან პროცესორთან. ოფიციალურ კლიენტთან შედარებით ახალი ვერსია 30-50%-ით უფრო სწრაფია. ასევე მას საშუალება აქვს ნებისმიერი ზომის ფაილის გაგზავნის, გამოირჩევა თემების მრავალფეროვნებით აპლიკაციის გაფორმებისათვის.