სიახლეები

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში
AI

Anthropic-მა Claude Sonnet 4.6 წარმოადგინა: ახალი ლიდერი კოდირებასა და კომპიუტერის მართვაში

Anthropic-მა ოფიციალურად წარმოადგინა Claude Sonnet 4.6 — კომპანიის ყველაზე ძლიერი და მრავალმხრივი მოდელი დღემდე. ეს არის მასშტაბური განახლება, რომელიც მოიცავს გაუმჯობესებებს კოდირებაში, კომპიუტერის მართვის უნარებში (Computer Use), გრძელვადიან მსჯელობასა და აგენტურ დაგეგმვაში. ძირითადი სიახლეები გაუმჯობესებული კოდირება: დეველოპერების უმეტესობა მას უკვე ამჯობინებს წინა თაობის Opus 4.5-ს. 1 მილიონი ტოკენი: მოდელს აქვს უზარმაზარი კონტექსტური მეხსიერება (ბეტა რეჟიმში), […]

დავით მაჭახელიძე
Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია
სიახლეები

Microsoft-მა დაადასტურა, რომ Windows 11-ის განახლებამ BSOD და Wi-Fi პრობლემები გამოიწვია, თუმცა გამოსწორება უკვე გზაშია

Microsoft-მა აღიარა, რომ Windows 11-ის ბოლოდროინდელ განახლებებს ორ დამოუკიდებელ პრობლემამდე მივყავართ: ერთი იწვევს სისტემის ავარიულ გათიშვას (BSOD – სიკვდილის ლურჯი/შავი ეკრანი) გარკვეული ვიდეო ბარათების მქონე კომპიუტერებზე, ხოლო მეორე ხელს უშლის WPA3 სტანდარტის Wi-Fi ქსელებთან დაკავშირებას. KERNEL_SECURITY_CHECK_FAILURE და BSOD კომპანიის განცხადებით, შეცდომა იწვევს სისტემის გათიშვას კოდით KERNEL_SECURITY_CHECK_FAILURE. ეს პრობლემა ძირითადად ჩნდება თამაშების გაშვებისას (მაგალითად, Genshin Impact), […]

დავით მაჭახელიძე
მიტჩელ ჰაშიმოტომ Vouch წარადგინა — ახალი ინსტრუმენტი Open Source სამყაროში “AI ნაგვის” წინააღმდეგ
AI

მიტჩელ ჰაშიმოტომ Vouch წარადგინა — ახალი ინსტრუმენტი Open Source სამყაროში “AI ნაგვის” წინააღმდეგ

მიტჩელ ჰაშიმოტომ (Mitchell Hashimoto), რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში ცნობილია ისეთი პროექტებით, როგორიცაა Vagrant, Terraform, HashiCorp და ახლახანს გამოშვებული ტერმინალი Ghostty, ღია კოდის (Open Source) პროექტებისთვის ახალი ნდობის მართვის სისტემა — Vouch წარადგინა. ახალი სისტემის დანერგვით, მეინთეინერებს (პროექტის წამყვანებს) შეუძლიათ შექმნან ნდობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც კონტრიბუტორებს კოდის გაგზავნამდე “თავდებში დგომა” (vouching) დასჭირდებათ. სისტემა ასევე ითვალისწინებს არაკეთილსინდისიერი აქტორების […]

დავით მაჭახელიძე
ღვინის საცალო გაყიდვების და პრომოუშენის უნიკალური აპარატები – 16 წლის ნიკოლოზ დვალის პროექტი
Featured

ღვინის საცალო გაყიდვების და პრომოუშენის უნიკალური აპარატები – 16 წლის ნიკოლოზ დვალის პროექტი

ნიკოლოზ დვალი 16 წლის სკოლის მოსწავლეა, რომელიც პროგრამირებით და ელექტრო ინჟინერიით დიდი ხანია დაინტერესდა. პატარა ასაკიდანვე მიღებული ცოდნა საკუთარი იდეების რეალობად ქცევაში ეხმარება. მან ერთი წლის წინ კომპანია “Dvalder” შექმნა, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს.ნიკოლოზი ტექნოპარკის ჰაკათონებსა და კონკურსებში აქტიურად მონაწილეობს. ღვინის საცალო გაყიდვების და პრომოუშენის აპარატები “Dvalder”-ის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია, რომელმაც ჯიტას ორგანიზებულ პროექტში […]

სალომე გაზდელიანი
ეკომეგობრული USB დამტენები და პირველი “უკუ-ვენდინგ” აპარატი თბილისში – “ტენე” გარემოს დაბინძურებას ებრძვის
Featured

ეკომეგობრული USB დამტენები და პირველი “უკუ-ვენდინგ” აპარატი თბილისში – “ტენე” გარემოს დაბინძურებას ებრძვის

გარემოს დაცვის პრობლემები თანამედროვე სამყაროსთვის კარგად ნაცნობი საკითხია. მწვანე სოციალური საწარმო “ტენეს” მიზანი სწორედ გარემოს დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კომპანია “ჯინვენტორმა” საწარმო 2019 წელს შექმნა, მისი საქმიანობა პლასტმასის ნარჩენების ფიზიკურად შემცირებას უწყობს ხელს. “ტენე” მომხმარებელს მეორადი ნარჩენებისგან დამზადებულ USB კაბელებს სთავაზობს. ეს არის მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელები, რომლებიც ერთჯერადი მოხმარების, მეორადი პლასტმასით მიიღება.საწარმო […]

სალომე გაზდელიანი
Redmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი
სიახლეები

Redmi-ის უახლესი ტელეფონის სრულად დატენვა ცხრა წუთშია შესაძლებელი

9 წუთი 100%-მდე დასატენად – Redmi-მ ყველაზე სწრაფი დამუხტვის მქონე სმარტფონზე – Redmi Note 12 Explorer Edition-ზე ისაუბრა.Redmi-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Redmi Note 12 Explorer Edition სმარტფონი სრულად 0-დან 100%-მდე სულ რაღაც 9 წუთში იტენება. ეს არის დღემდე ყველაზე სწრაფად დამტენი სმარტფონი – Redmi-მ პირველად შეამცირა დატენვის დრო ერთნიშნა რიცხვამდე.აღსანიშნავია, რომ Redmi Note 12 Explorer […]

სალომე გაზდელიანი
“საქართველოს ბანკი” Data Challenge-ების სერიას აგრძელებს
სიახლეები

“საქართველოს ბანკი” Data Challenge-ების სერიას აგრძელებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მასშტაბური Data Challenge-ის მეორე სერია იწყება. Data Challenge მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტო ან გუნდთან ერთად, კონკურში ჩაერთონ, დავალებები შეასრულონ და გამარჯვების შემთხვევაში ფულადი პრიზი მიიღონ. პროექტის მეორე ეტაპი 22 ნოემბერს დაიწყება და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული 30 000 ლარს მიიღებს; მეორე ადგილზე – 15 000 ლარს, ხოლო მესამე ადგილზე – […]

სალომე გაზდელიანი
ეკომეგობრული საწარმო”ტენე” წლის სოციალური საწარმო 2022 -ის გამარჯვებული გახდა
სიახლეები

ეკომეგობრული საწარმო”ტენე” წლის სოციალური საწარმო 2022 -ის გამარჯვებული გახდა

სოციალურ საწარმოთა ალიანსის (Social Enterprise Alliance Georgia) ორგანიზებით 17 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის მე-11 ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე “წლის სოციალური საწარმო 2022”-ის დაჯილდოების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. 7 კაციანი ჟიურის ხმათა უმრავლესობით სამი ფინალისტიდან გამარჯვებული საწარმო ტენე (Tene) გახდა.მწვანე სოციალური საწარმო “ტენე” ორი წლის წინ გაიხსნა და მეორადი ნარჩენებისგან დამზადებულ USB კაბელებს აწარმოებს. მისი მთავარი მიზანი გარემოს დაცვის […]

სალომე გაზდელიანი
“გლობალური მეწარმეობის კვირეულის” ფარგლებში პანელური დისკუსია Startup Night გაიმართება
სიახლეები

“გლობალური მეწარმეობის კვირეულის” ფარგლებში პანელური დისკუსია Startup Night გაიმართება

მასშტაბური საერთაშორისო პროექტი – გლობალური მეწარმეობის კვირეულის (GEN) გლობალური კამპანია წელს უკვე მე-15-ედ ტარდება. მისი მიზანი მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერაა. გლობალური მეწარმეობის კვირეული 14-20 ნოემბერს იმართება.პროექტი ყოველწლიურად 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და 30 000-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს შემთხვევაში, ღონისძიებაში მონაწილეობას […]

სალომე გაზდელიანი
Apple-ის iCloud.com-ის ინტერფეისი განახლდა
Apple

Apple-ის iCloud.com-ის ინტერფეისი განახლდა

Apple-მა საბოლოოდ გამოუშვა iCloud-ის განახლებული ვებსაიტი, სადაც აპლიკაციები სიმბოლოების ნაცვლად ვიჯეტის სტილშია მოწყობილი. მანამდე წარმოდგენილი საცდელი დიზაინი ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.iCloud.com-ის ახალი, თანამედროვე დიზაინი მომხმარებელს Apple-ის ყველა სერვისზე სწრაფ წვდომას აძლევს, მათ შორის: Latitude, Mail, Contacts, Calendar, Photos, iCloud Drive, Notes, Reminders და Pages. ასევე შესაძლებელია iCloud ანგარიშის პარამეტრების მართვა, როგორიც არის iCloud+ გამოწერის შეცვლა და […]

სალომე გაზდელიანი
Apple AirPods-ის ყურსასმენები სმენა დაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება
Apple

Apple AirPods-ის ყურსასმენები სმენა დაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება

სმენა დაქვეითებულ ადამიანებს Apple AirPods-ი დაეხმარება, თუ მათთვის ძვირადღირებული სმენის აპარატები ხელმისაწვდომი არ არის.Taipei Veterans-ის მთავარი საავადმყოფოს მეცნიერთა ჯგუფმა Apple AirPods-ის ყურსასმენები სმენის აპარატებს შეადარა და დაადგინა, რომ Apple შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.Apple-ის ყურსასმენებს 2016 წლიდან Live Listen ფუნქცია დაემატა, რომელიც მობილურ მოწყობილობებს საშუალებას აძლევს მიკროფონივით იფუნქციონირონ და AirPods ან Beats ყურსასმენებზე გაძლიერებულ ხმას გადასცემენ.თავიანთ ექსპერიმენტში […]

სალომე გაზდელიანი
ამაზონი ეკონომიკური პრობლემების გამო თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს
Amazon

ამაზონი ეკონომიკური პრობლემების გამო თანამშრომლების გათავისუფლებას იწყებს

ამაზონმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო. კომპანია გეგმავს კორპორატიული და ტექნოლოგიური პოზიციებიდან თითქმის 10,000 თანამშრომელი გაათავისუფლოს, წერს სააგენტო Reuters კომპანიის წყაროზე დაყრდნობით. თანამდებობიდან გათავისუფლება ამ კვირიდან დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამ ნაბიჯს არასტაბილური ეკონომიკური ვითარების გამო დგამს, რომელსაც აშშ-ში ბევრი კომპანია აწყდება. მენეჯერებმა თანამშრომლებს ორი თვე მისცეს, რათა კომპანიაში სხვა როლი იპოვონ ან სამსახურიდან წავიდნენ. შეგახსენებთ, […]

სალომე გაზდელიანი
Nike .Swoosh Web3 პლატფორმას Polygon NFT-ებით უშვებს
სიახლეები

Nike .Swoosh Web3 პლატფორმას Polygon NFT-ებით უშვებს

Nike-მა ახალი Web3 პლატფორმა გამოუშვა სახელწოდებით .Swoosh, რომელიც მომხმარებელს პოლიგონზე დაფუძნებულ NFT პროდუქტებს შესთავაზებს.კომპანიამ 2021 წლის ბოლოს Web3 სტუდია RTFKT შეიძინა და ციფრული Nike სპორტულები გამოუშვა, როგორც Ethereum NFT. Nike პლატფორმას ვირტუალური ტანსაცმლის გამოსაშვებად გამოიყენებს, როგორიცაა მაისურები და სპორტული ფეხსაცმელები ავატარებისთვის, მათი გამოყენება კი Web3-ის თამაშებში შესაძლებელია. ის ასევე Web3 ტექნოლოგიას გამოიყენებს, რათა მომხმარებლებს რეალური […]

სალომე გაზდელიანი
Google-ის Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია
Google

Google-ის Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია

Google-ის განცხადებით, მისი Health Connect აპლიკაციის საცდელი ვერსია Play Store-ზე უკვე ხელმისაწვდომია. Health Connect ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემების ცენტრალიზებული წვდომისთვის სხვადასხვა მსგავსი აპლიკაციებიდან შეიქმნა. ის შესაბამისი პლატფორმებიდან ჯანმრთელობისა და ფიტნესის მონაცემების სინქრონიზებას ახდენს. კომპანია Google-ის განმარტებით, ახალ აპთან ინტეგრაციის შექმნა ისეთივე მარტივია, როგორც Health Connect-ის ახალი მონაცემების კითხვა. Health Connect არა მხოლოდ ამარტივებს აპლიკაციებთან დაკავშირებას, […]

სალომე გაზდელიანი
Google Pay უკვე საქართველოშია – რომელი ბანკის მომხმარებლები შეძლებენ მისით სარგებლობას?
Featured

Google Pay უკვე საქართველოშია – რომელი ბანკის მომხმარებლები შეძლებენ მისით სარგებლობას?

ციფრული გადახდების სერვისი – Google Pay დღეიდან საქართველოში ოფიციალურად ხელმისაწვდომი გახდა.როგორც უკვე ცნობილია, Google Pay-ზე ქართული ბანკების Visa და Mastercard ბარათების დამატებას შეძლებთ, ესენია: საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ბაზის ბანკი, ტერაბანკი, პროკრედიტ ბანკი და ლიბერთი ბანკი.Android-ის ტელეფონის მფლობელებს უკვე შეუძლიათ, ამ საგადახდო სისტემით სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ სარგებლობა – მომხმარებლები გადახდებს ტელეფონის პოსტერმინალზე ერთი დადებით […]

სალომე გაზდელიანი
“გადაიხადე მარტივად” – თიბისის მომხმარებლებს დღეიდან Google Pay-ს გამოყენება შეუძლიათ
სიახლეები

“გადაიხადე მარტივად” – თიბისის მომხმარებლებს დღეიდან Google Pay-ს გამოყენება შეუძლიათ

თიბისის მომხმარებლებს Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობებში Google Pay-ს გამოყენება უკვე შეუძლიათ. სიახლე დღეიდან ამოქმედდა და მომხმარებლები აღნიშნულ მოწყობილობებზე Google-ის მარტივი და უკონტაქტო გადახდებით ისარგებლებენ. მათ თიბისის ბარათების შენახვა ციფრულ საფულეში Google Wallet-ში შეუძლიათ. Google Wallet-ზე წვდომა შესაძლებელია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ციფრულ საფულეში ბანკის ბარათების გარდა, სამგზავრო და სხვადასხვა ბილეთების შენახვაც შეიძლება.Google […]

სალომე გაზდელიანი
The Game Awards-ის ნომინანტები მალე გამოვლინდება
სიახლეები

The Game Awards-ის ნომინანტები მალე გამოვლინდება

გეიმინგის წლის შემაჯამებელი ყოველწლიური ცერემონია The Game Awards 8 დეკემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება. ცერემონია სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მილიონობით მაყურებელი ჰყავს.Game Awards-ის შემქმნელმა, პროდიუსერმა და წამყვანმა ჯეფ კეილიმ განაცხადა, რომ ცერემონიაზე სხვადასხვა ფორმით 50-ზე მეტი თამაში იქნება წარმოდგენილი. წლევანდელი შოუ სავსე იქნება ანონსებით, ნომინანტებითა და თრეილერებით. მისივე თქმით, ღონისძიების ნომინანტები მალე […]

სალომე გაზდელიანი
ამერიკული IT კომპანია FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა
სიახლეები

ამერიკული IT კომპანია FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი გახდა

უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა – FDI გრანტის ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულმა კომპანიამ „Lineate”-მა ხელშეკრულება გააფორმეს.“აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის განმარტებით, “ლინეატი” სულ მცირე 2 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამერიკული კომპანია 85-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო FDI გრანტის ფარგლებში, დამატებით 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და ქვეყანაში 700,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.„Lineate“ პირველი […]

სალომე გაზდელიანი
ქართული სტარტაპი Pharao Unicorn Startup Battle International-ის ფინალში გადავიდა
Startup

ქართული სტარტაპი Pharao Unicorn Startup Battle International-ის ფინალში გადავიდა

ქართულმა სტარტაპმა Pharao-მ საერთაშორისო ღონისძიებაზე Unicorn Startup Battle International-ზე ინტერნაციონალურ ეტაპზე გაიმარჯვა და ფინალში მოხვდა. ღონისძიების ფინალი დეკემბერში გაიმართება, სადაც საბოლოო გამარჯვებულის გამოსავლენად, Pharao სხვადასხვა ქვეყნის სტარტაპებთან ერთად შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.აღსანიშნავია, რომ ქართულმა სტარტაპმა ჯერ საქართველოში ჩატარებულ Unicorn Pitches Georgia-ზე გაიმარჯვა, რომელიც 28 ივლისს საქართველოში პირველად ჩატარდა. Pharao-მ ჟიურის ონლაინ კენჭისყრის შედეგად ყველაზე მეტი ქულა […]

სალომე გაზდელიანი
სწავლის გადასახადების მართვის ვებპლატფორმა – Edupay უცხოეთის ბაზრის ათვისებას გეგმავს
Featured

სწავლის გადასახადების მართვის ვებპლატფორმა – Edupay უცხოეთის ბაზრის ათვისებას გეგმავს

ედუფეი (Edupay) ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც მომხმარებლებს საგანმანათლებლო სფეროში გადახდების პროცესს უმარტივებს. კომპანია საგანმანათლებლო ორგანიზაციებს და სპორტულ, ხელოვნების აკადემიებს სწავლის გადასახადის მენეჯმენტის ავტომატიზაციის ვებპლატფორმას სთავაზობს. სტარტაპი 2021 წელს შეიქმნა და საქართველოში ერთადერთი პლატფორმაა, რომელმაც სასწავლო დაწესებულებებში ფინტექმიმართულების დანერგვა დაიწყო. ედუფეი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლებელთან თანამშრომლობს და ამ დროისთვის უკვე 4 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადების დაიდენტიფიცირება […]

სალომე გაზდელიანი
კომუნიკაციების კომისიამ კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა
სიახლეები

კომუნიკაციების კომისიამ კახეთში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 250 მოსწავლე გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ კახეთში სკოლის მოსწავლეები მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გადაამზადა.კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და გურჯაანში 250 მოსწავლეს სემინარები კომუნიკაციების კომისიის პროექტების „მედიის ეკონომიკისა“ და „Happy Onlife“-ის ფარგლებში ჩაუტარდათ.დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებმა სოციალური მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. განიხილეს, როგორც სოციალური მედიის დაფინანსებაში თითოეული მომხმარებლის როლი, ასევე ზოგადად სოციალური მედიის ეკონომიკის მუშაობა. მოზარდებს სხვადასხვა […]

სალომე გაზდელიანი
iPhone 14 გადაუდებელი შემთხვევებისთვის თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებს
Apple

iPhone 14 გადაუდებელი შემთხვევებისთვის თანამგზავრებთან პირდაპირ დაკავშირებას შეძლებს

ამერიკულმა კომპანია Apple-მა 450 მილიონი დოლარი დახარჯა, რათა iPhone 14-მა გადაუდებელი შემთხვევებისთვის სატელიტებთან დაკავშირება შეძლოს. სმარტფონები თანამგზავრების საშუალებით მონაცემთა გადაცემას შეძლებენ. საუბარია SOS სიგნალის გაგზავნის შესაძლებლობაზე. Apple-მა უკვე დაადასტურა, რომ ფუნქცია აშშ-სა და კანადის მაცხოვრებლებისთვის ნოემბრის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იქნება. როგორც აღინიშნა, Apple-მა ამ ფუნქციისთვის 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა: თანხების უმეტესი ნაწილი Globalstar-მა მიიღო, რომლის […]

სალომე გაზდელიანი
Stack Next – პირველი კოლაბორაციული ბრაუზერი ინტერნეტ სივრცეში
სიახლეები

Stack Next – პირველი კოლაბორაციული ბრაუზერი ინტერნეტ სივრცეში

პირველმა ქართულმა ბრაუზერმა “სთექმა” (Stack) ინტერნეტ სივრცეში ახალი პროდუქტი Stack NEXT გამოუშვა.ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ ახალი ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ინტერნეტ ბრაუზერი მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის შესაძლებლობას აძლევს.Stack NEXT უკვე Product Hunt-ზეა განთავსებული, სადაც ხმის მიცემის გზით დღის ყველაზე ინოვაციურ პროდუქტებს ავლენენ. შესაბამისად, მათ მხარდასაჭერად ნებისმიერ მსურველს პროდუქტისთვის ხმის მიცემა შეუძლია.Stack NEXT-ის გამოყენების შესახებ “სთექმა” ვიდეო […]

სალომე გაზდელიანი
VR ჩაფხუტი, რომელიც რეალურად მოგკლავს, თუ თამაშში მოკვდები
სიახლეები

VR ჩაფხუტი, რომელიც რეალურად მოგკლავს, თუ თამაშში მოკვდები

Oculus-ის დამფუძნებელმა და Meta Quest-ის შემქმნელმა, პალმერ ლაქიმ ახალი VR ჩაფხუტი შექმნა, რომელიც მომხმარებელს რეალურად მოკლავს, თუკი მისი პერსონაჟი ვირტუალურ თამაშში მოკვდება.“მხოლოდ სერიოზულმა საფრთხემ შეიძლება თამაში რეალური გახადოს” – აცხადებს ლაქი და განმარტავს, რომ “თუ თამაშში მოკვდები, კვდები რეალურ ცხოვრებაშიც”. პალმერ ლაქი საკუთარ ბლოგში ყურსასმენის აღწერისას, მოწყობილობის დეტალებზე საუბრობს. მისი განმარტებით, VR ჩაფხუტი 2012 წელს […]

სალომე გაზდელიანი