ინტერნეტ-გაყიდვების გიგანტი კომპანია amazon-ი კიდევ ახალ რეკორდს ამყარებს და 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მოგების არნახულ მაჩვენებელს აღწევს. კომპანიისთვის წლის პირველ მეოთხედში ეს ციფრი 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამაზონის ფინანსური დირექტორის ბარიან ოლსავსკის თქმით ამაზონი, როგორც ორგანიზაცია ისე სწრაფად აღარ იზრდება და ვითარდება, როგორც ადრე, თუმცა მისი მოგების ციფრები მუდმივად იზრდება. ეს კი საკმაოდ მოქნილი ფასებისა და ამაზონის საწყობის საოცრად სწრაფი, ეფექტიანი მუშაობის შედეგია. ასევე იმ 30 მილიონი აქტიური ლოიალური მომხმარებლის, რომელიც კომპანიას ნდობას მუდმივად უცხადებს. ამჟამინდელი მონაცემებით კომპანიას წინა წელთან შედარებით უკვე 29%-იანი ზრდა აქვს, რაზე დაყრდნობითაც ფინანსური ექსპერტები წლის ბოლოს ჯამურ მოგების კიდევ ახალ რეკორდს ელოდებიან
მთავარი ბიზნესი