Android-ზე გავრცელებული მავნე პროგრამები პოპულარული თემაა და ამით განსაკუთრებით კონკურენტი პლატფორმები სპეკულირებენ. ამ თემაზე სპეკულირებისას უმთავრესად შეიმჩნევა სტატისტიკით თამაში, შემაშფოთებელი სათაურები ყურადღების მისაპრყრობად და ბანალური ქსელური ტროლინგი. მოდით განვიხილოთ სიტუაცია ისე, რომ თქვენ თვითონ შეძლოთ დასკვნის გამოტანა, რამდენად ემუქრება საფრთხე თქვენს მობლურ მოწყობილობებსა და პერსონალურ მონაცემებს.
ინფორმაციის უმთავრესი ნაწილი, რომელიც ვრცელდება ანდროიდის ვირუსებთან დაკავშირებით შეიცავს მონაცემებს მოწყობილობების რაოდენობის შესახებ, რომლებიც შესაძლოა დავირუსდეს. თუნდაც მაშინ როცა თქვენ ერკვევით არაპროგნოზირებად მათემატიკურ ალგორითმებში ადვილი მისახვედრია, რომ ეს ციფრები არარეალურად გაზვიადებულია. რამდენადაც ერთზე მეტი ნებისმიერი მნიშვნელობა უკვე ცუდია, თუმცა უნდა დავიმახსოვროთ, რომ მსოფლიოში 1 600 000 000 Android მოწყობილობაა და საშიში პროგრამების უმრავლესობა Play Store-ში არ არის გამოქვეყნებული
Google ამბობს, რომ არსებობს 1.6 მილიარდზე მეტი Android გაჯეტი და ეს რიცხვი არასწორია, მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. Google-ში ითვილიან აქტივაცების რაოდენობას, რომელიც მხოლოდ Google Play-ში ფიქსირდება. პირვლეად როცა ვინმე შედის Google Play-ში ახალი Android მოწყობილობით ითვლება ერთ აქტივაციად. თუ თქვენ წაშლით ინფორმაციას და გაყიდით ტელეფონს და ახალი მფლობელი მოახდენს ხელახალ აქტივაციას ეს რა თქმა უნდა არ ჩაითვლება, რადგანაც ოპერაცია ერთჯერადია და ტელეფონის უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერზეა მიბმული.
მთელს მსოფლიოში არსებობს მილიონობით ტელეფონი და პლანშეტი Android-ის მართვის ქვეშ, რომლებიც არ ხვდებიან Play Store-ის აქტივაციების სტატისტიკაში. მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ მავნე პროგრამების სტატისტიკურ მონაცემებს. სათაური „10 000 000-ზე მეტი Android მოწყობილობას საფრთხე ემუქრება“ არც ისე შტამბეჭდავად ჟღერს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს რაოდენობა 1 600 000 000 მოწყობილობის მხოლოდ 0,625% წარმოადგენს. რა თქმა უნდა საგულისხმო რიცხვია „10 მილიონი“ და ჟღერს უფრო სენსაციურად ვიდრე „1%-ზე ნაკლები Android მოწყობილობა“ მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი და იგივეა.
პრობლემების უმრავლესობა ექმნებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც აპლიკაციებს აყენებენ Google Play-ს გარდა სხვა წყაროებიდან. საკუთარ ტელეფონზე შეგიძლიათ აპლიკაციების ნებისმიერი წყაროდან დაყენება იმ შემთხვევაშიც კი როცა წვდომა გაქვთ Google Play-ზე თუმცა მომხმარებლების უმრავლესობას მაინც ურჩევნია ოფიციალური წყაროდან პროგრამული უზრუნველყოფის მიღება, რაც ვირუსების გავრცელების ალბათობას კიდევ უფრო ამცირებს.
მავნე პროგრამა არის ნებისმიერი აპლიკაცია თქვენს აპარატში, რომელიც აკეთებს ისეთ რამეს რისი ნებართვაც თქვენგან არ მიუღია. ბევრი ადამიანი იბნევა ტერმინებში და ვირუსად მოიხსენიებს სპამის და რეკლამის გამავრცლებელ აპლიკაციებსაც. რა თქმა უნდა არაფერი კარგი ასეთ აპლიკაციებში არ არის, თუმცა მათი მოთავსება მავნე და ვირუსული პროგრამების კატეგორიაში მაინც არ შეიძლება.
შეცდომა იმალება Google-ის მიერ დაწესებულ აპლიკაციის უფლებების ბუნდოვან სისტემაში, რითაც არაკეთილსინდისერი დეველოპერები სარგებლობენ თავიანთი ბოროტი მიზნებისათვის. როცა თქვენ ნებართვას აძლევთ აპლიკაციას აჩვენოს რეკლამა მხედველობაში არ იღებთ იმას, რომ ეთანხმებით ეს რეკლამა გამოჩნდეს ბარუზერში და შეტყობინებებში. რა თქმა უნდა ამის შესახებ ბევრჯერ დაიწერა და ბევრი უკმაყოფილებაც გამოითქვა მაგრამ Google-ს ჯერ არ მოუგვარებია ეს პრობლემა და კომპანია უახლოეს მომავალში გვპირდება, რომ სიტუაცია გამოსწორდება. გირჩევთ აპლიკაციის დაყენებამდე წაიკითხოთ მომხმარებლების გამოხმაურება, სადაც აუცილებლად ნახავთ დადებით ან უარყოფით შეფასებას, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
რა თქმა უნდა Android ვირუსები არსებობს და თუნდაც 0,625% მოწყობილობებისა საკმარისია იმისთვის, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო იყოს. პრიველ რიგში ეს არის იმ კომპანიების უყურადღებობის და გულგრილობის ბრალი, რომლებიც არ ზრუნავენ მოწყობილობების განახლებაზე. Google-ს აქვს პროგრამები და ჯგუფები, რომლებიც ეძებენ და ასწორებენ Android-ის უსაფრთხოების პრობლემებს. Google-ის დეველოპერები ასწორებენ შეცდომებს კოდში და უშვებენ სპეციალურ განახლებებს თავისი მომხარებლებისთვის და სხვა კომპანიებისთვისაც, რომლებიც თავიანთ აპარატებს უშვებენ, მაგრამ რამდენად იყენებენ ამას უკვე გამოშვებული სმარტფონებისთვის განახლებების გამოშვებისას მთლიანად ამ კომპანიების სინდისზეა.
თუ კომპანიებმა აწარმოეს 1.6 მილიარდი აპარატი მოგების მისაღებად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენა 10 მილიონის დახარჯვა იმისთვის, რომ ყველა აუცილებელი და კრიტიკული უსაფრთხოების განახლება მოხმმარებლამდე დროულად მივიდეს.
მოდით ვნახოთ როგორ შეძლება დავიცვათ თავი მავნე პროგრამებისგან. მთავარია არ ჩავიდინოთ სისულელე. ყველაზე ხშირად მავნე აპლიკაციები ჩვენს სმარტფონებში Play Store-ის მიღმა არსებული ლეგალური ან არალეგალური წყაროებიდან მოდის. რა თქმა უნდა არ უნდა გვქონდეს არანაირი პრეტენზია დაცულობაზე, როცა გატეხილ ფასიან პროგრამას თუ თამაშს ვაყენებთ ჩვენს მოწყობილობაზე. ამიტომაც გირჩევთ პატიოსნად გადაიხადოთ აპლიკაციის საფასური და გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ დააყენოთ თქვენი მოწყობილობა და პირადი მონაცემები.
დააკვირდით თქვენთვის საინტერესო კომპანიის მიერ გამოშვებული უსაფრთხოების განახლებების დინამიკას და მხოლოდ ამის მერე მიიღეთ გადაწყვეტილება იყიდოთ თუ არა მის მიერ წარმოებული მოწყობილობა. მაგალითსთვის Samsung გპირდებათ, რომ ტელეფონის მხარდაჭერა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და მსგავსი მოდელი მხოლოდ ძვირადღირებული სეგმენტის მოწყობილობებზე ვრცელდება. რა უნდა ვქნათ, როცა გვინდა ბიუჯეტური სმარტფონი? დააკვირდით სხვა მწარმოებლებსაც და დარწმუნდით, რომ კომპანია ოეპრატიულად და წრაფად უშვებს საოეპრაციო სისტემის განახლებებს.
ანტივირუსი და სხვა უსაფრთხოების აპლიკაციების დაყენების აუცილებლობა ნამდვილად არ არის, მაგრამ უსაფრთხოების ზომები ზედმეტი არასდროს არ არის. დააყენეთ ისეთი აპები, რომლებიც არ არის გადატვირთული ისეთი დამტებითი ფუნქციებით, როგორცაა მეხსიერების და ნაგვის გაწმენდა. მომხამრებლებს ყოველთვის უნდათ „ყველა დროის საუკეთესო ანტივირუსი Android-ზე“ მაგრამ ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე არ არსებობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყავით ყურადღებით, წაიკითხეთ კომენტარები და გამოხმაურება იმაზე თუ რას აყენებთ. წაიკითხეთ სისტემური განახლებების შესახებ შეტყობინებები, რომელსაც თქვენი მოწყობილობის მწარმოებელი, Google ან კავშირის ოპერატორი გიგზავნით და მეტი ყურადღება დაუთმეთ საიხლეებს უსაფრთხოების სფეროდან.
ყველაზე სწრაფად და დროულად საოპერაციო სისტემის განახლებებს და მათ შორის უსაფრთხოების განახლებებს Nexus პროგრამით წარმოებული მოწყობილობები იღებენ. ასეთი მოწყობილობებია Nexus 5, Nexus 5X, Nexus 6, Nexus 6P, Nexus 7, Nexus 9, Nexus Player. განახლებები ასვე დროულად გამოდის Android One პროგრამის ფარგლებში გამოშვებულ ბიუჯეტურ სმარტფონებზეც, რომელიც Google-მა სხვა მწარმობლებთან თანამშრომლობით შექმნა განვითარებადი ქვეყნებისთვის.
რაც შეეხება სხვა მწარმოებლებს აქ სიტუაცია არაერთგვაროვანია, რადგანაც პრემიუმ ბრენდები როგორიცაა Samsung, Huawei, LG, Sony, HTC და სხვები სხვა და სხვა სინტერვალებით უშვებენ საოპერაციო სისტემების განახლებებს. ყველაზე ახლოს Google Nexus პროგრამასთან Lenovo Moto (Motorola) მოწყობილობებია, რომლებიც ძალიან ოპერატიულად იღებენ განახლებებს. მიუხედავად იმისა, რომ Samsung, Huawei LG და სხვა წამყვანი მწარმოებლები პრემიუმ კლასის მოწყობილობებს აწარმოებენ მათ მიერ განახლებების მიწოდება მაინც არ არის იმდენად ოპერატიული და დროული რამდენადაც Nexus და Android პროგრამის მონაწილე მოწყობილობებზე რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სმარტფონის ყიდვისას.
პასუხი კითხვაზე თუ რამდენად დიდია Android-ზე ვირუსების საფრთხე ძალიან მარტივია. ვირუსები რა თქმა უნდა არის და მათი გავრცელების წყარო არალეგალური და შეუმოწმებელი პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელსაც მომხმარებელი Play Store-ის გვერდის ავლით აყენებს და რა თქმა უნდა სისტემური განახლებები, რომელზეც პირველ რიგში სმარტფონების მწარმოებლებმა უნდა იზრუნონ.