მოსწავლეებს შეეძლებათ ტელეფონების გამოყენება გარკვეულ ვითარებაში, მაგრამ მათ მასწავლებლებისგან ნებართვის მიღება დასჭირდებათ.
ფინეთის პარლამენტმა სამშაბათს კენჭი უყარა კანონის დამტკიცებას, რომელიც ზღუდავს მობილური...
გამოვიდა Edits, ინოვაციური მობილური აპლიკაცია, რომელიც ვიდეო კონტენტის შემქმნელებს საშუალებას მისცემს, მარტივად და ეფექტურად შექმნან მაღალი ხარისხის ვიდეოები პირდაპირ საკუთარ სმარტფონებზე....
ჩჟან იმინი, ByteDance-ის დამფუძნებელი, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. მისი ქონება 57,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ჩჟან იმინმა კარიერა...
Apple-მა განაახლა ვინტაჟური და მოძველებული პროდუქტების სია, მასში iPhone 7 Plus-ისა და ორი მოდელის iPhone 8-ის დამატებით. ეს მოწყობილობები ახლა უფრო...
დღეს Computex 2025-ზე, AMD-მ წარმოადგინა Threadripper 9000 სერია, პროფესიონალური სამუშაო სადგურებისთვის და მაღალი წარმადობის დესკტოპ სისტემებისთვის (რომლებსაც, როგორც წესი, HEDT ანუ...
Samsung-მა ოფიციალურად წარმოადგინა Galaxy S25 Edge, მისი თხელი ფლაგმანი, რომელიც კონკურენციას უწევს ჯერ კიდევ არანონსირებულ iPhone 17 Air-ს. კომპანიამ პირველად ახსენა...
Google-მა წარმოადგინა განახლება თავისი ოპერაციული სისტემისთვის ტარებადი მოწყობილობებისთვის. WearOS ოპერაციული სისტემის მეექვსე ვერსია აჩვენებს აკუმულატორის მუშაობის დროის ათპროცენტიან ზრდას Wear OS...
კონგრესის ორი წარმომადგენელი აშშ-დან გამოვიდა მოწოდებით, რომ მოკავშირეებთან ერთად მიიღონ ზომები Huawei-ს ოპერაციული სისტემის, HarmonyOS-ის გავრცელების დაბლოკვისთვის ჩინეთის ფარგლებს გარეთ. მათი...
ცოტა ხნის წინ გამოჩნდა შეტყობინებები, რომ თითქოს 89 მილიონი Steam-ის ანგარიში გატეხილია და ბევრ მომხმარებელს შეიძლება შეექმნას საფრთხე, რომ მათი პირადი...
მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ აღმოაჩინეს ახალი ფერი, რომელიც ადამიანს აქამდე არასოდეს უნახავს.
კვლევა ჩატარდა ექსპერიმენტის შედეგად, რომელშიც აშშ-ში მომუშავე მკვლევრებმა თვალებში ლაზერული...
Nature-ს მოხსენებების თანახმად, მკვლევარებმა ლაზერული სხივის ზეგამტარად გარდაქმნით უდიდეს მიღწევას მიაღწიეს, რაც კვანტური ფიზიკის მნიშვნელოვანი წინსვლაა და მატერიის ეგზოტიკური მდგომარეობების შესწავლის...
მეცნიერების ანგარიშების საფუძველზე, მკვლევარებმა შეიმუშავეს ინოვაციური AI ინსტრუმენტი, სახელწოდებით Mal-ID, რომელსაც შეუძლია მრავალი დაავადების დიაგნოსტირება, მათ შორის COVID-19, ტიპი 1 დიაბეტი...
ბრიტანულმა კომპანია OneWeb-მა „პრაქტიკულად მიატოვა“ ბაიკონურის კოსმოდრომიდან დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების 36 თანამგზავრის დაბრუნების მცდელობები, წერს Reuters კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის,...
Binance-მა რუსეთის ფედერაციიდან მომხმარებლებს დაბლოკა შესაძლებლობა შეიძინონ და გაყიდონ ვალუტა თავიანთი P2P სერვისით, მიზეზი ევროკავშირის სანქციების მე-10 ნაწილია. Forbes-ის ცნობით შეზღუდვები...
გერმანია აპირებს ტელეკომის ოპერატორებს აუკრძალოს 5G ქსელებში ჩინური კომპანიების Huawei-სა და ZTE-ის მიერ წარმოებული კომპონენტების გამოყენება, იტყობინება Reuters გერმანიის მთავრობის წყაროზე...
Apple TV-ს ექნება რამდენიმე მომხმარებლის მხარდაჭერა. ყოველ მომხამრებელს ექნება საკუთარი პროფილი, კონტენტის კოლექცია და მუსიკა.
მოწყობილობას შეძლიათ შეუერთოთ Xbox One და PlayStation 4-ის კონტროლერები (რა თქმა უნდა მათი ხმარდაჭერა iOS-სა და iPad OS-ში იქნება). ფაქტიურად Apple TV შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მინი კონსოლი.
Apple Music ტელევიზორზე სიმღერების ტექსტებს გამოიტანს, რეალურ დროში.
Watch OS – 6
საათზე დაემატება კალკულატორი, რომელსაც ანგარიშების გაყოფა შეეძლება, მაგ. რესტორანში გადახდისას.
გაეშვება სრულფასოვანი App Store საათებისთვის – შესაძლებელი იქნება აპლიკაციების მოძიება და დაყენება სმარტფონის გარეშე. გამოჩნდება პირველი აპლიკაციები, რომლებიც მხოლოდ საათისთვის იქნება შექმნილი.
აუდიო სტრიმინგის API საშუალებას მოგცემთ მოუსმინოთ მუსიკას და პოდკასტებს გარეშე მწარმოებლებისგან სმარტფონის გარეშე.
საათზე გამოვა აპლიკაცია აუდიო წიგნების მოსასმენად და ხმოვანი ჩანაწერების გასაკეთებლად.
საათი შეძლებს watchOS-ის განახლებების ჩატვირთვას სმარტფონის გარეშე.
იქნება შესაძლებლობა გაიზომოს ხმაურის დონე: საათი რეკომენდაციას მოგცემთ გახვიდეთ ხმაურიანი ადგილიდან.
საათი მანქანური დასწავლის ალგორითმებით შეძლებს ჯანმრთელობის ტრენდებზე დაკვირვებას და შესაბამისი რჩევების მოცემას – მაგ. კვირის ბოლოს უფრო მეტი სეირნობის და ნაკლები ჯდომის შესახებ.
iOS 13
iOS 12-ის მსგავსად აქაც უმთავრესად ოპტიმიზაციაზე და სიჩქარეზეა გაკეთებული აქცენტი.
Face ID-ით განბლოკვა 30%-ით აჩქარდება.
შემცირდება აპლიკაციების ზომა და ისინი სმარტფონში 50%-ით ნაკლებ ადგილს დაიკავებენ, ხოლო მათი განახლებების ზომა 60%-ით შემცირდება.
აპლიკაციების გაშვების სიჩქარე გაორმაგდება.
იქნება ნანატრი მუქი თემა, რომელიც რეალიზებულია სისტემაში, ასე რომ დეველოპერებს აპლიკაციებში ამ ფუნქციის ჩართვა ძალიან გაუმარტივდებათ.
SWYPE კრებულის მხარდაჭერა Android-ის მსგავსად, მხოლოდ ამ შემთხვევაში სისტემური კლავიატურის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.
AirDrop-ით ფოტოგრაფიის გაგზავნისას სისტემა ავტომატურად ამოიცნობს ხალხს სურათებზე და შემოგთავაზებთ მათს აიფონებზე გაგზავნას, თუ ისინი ახლოს იმყოფებიან.
ემოჯი როგორც იქნა მოშორდება ღილაკს გლობუსის პიქტოგრამით.
გადამუშავდა ფოსტის, ბრაუზერის და შეხსენებების აპლიაციები – ფოსტაში შესაძლებელია წერილის შედგენისას ყველა იმფუნქციონალით სარგებლობა რაც სამაგიდო ვერსიაში გვხვდება, ხოლო ბრაუზერის პარამეტრების მოწყობა უკვე ნებისმიერი საიტისთვის ცალკე იქნება შეაძლებელი.
Apple Maps უფრო დეტალური გახდება და Street View ფუნქციონალს მიიღებს, ოღონდ მხოლოდ ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე.
Apple-მა შექმნა საკუთარი API – “Apple-ით ავტორიზაცია”. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება სერვისებზე რეგისტრაცია ისე, რომ პირადი ინფორმაცია არ გააზიაროთ. საჭიროების შემთხვევაში Apple შექმნის ფიქტიურ ელ-ფოსტას, რეგისტაციისთვის კონკრეტულ აპლიკაციაში, რომელიც თქვენს რეალურ ფოსტაში გადააგზავნის საჭირო კორესპოდენციებს.
Memoji უკვე ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოწყობილობაზე რომელსაც მინიმუმ A9 პროცესორი აქვს. მათში შესაძლებელი იქნება საკუთარი სტიკერების შექმნა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფოსტაში, შეტყობინებებში, კონტაქტებში და სხვა აპლიკაციებში.
iOS-ში გამოჩნება ფოტოების რედაქტირების უფრო მძლავრი ინსტრუმენტები (სიკაშკაშე, სიმკვეთრე, ფერადობა, ვინეტი, თეთრის ბალანსი, ხმაურის წაშლა, ავტომატური ჩასწორება), ფილტრები ვიდეოსთვის. ვიდეოს გადაბრუნება ახლა უკვე სისტემური ფუნქცია ხდება.
მანქანური მხედველობა ავტომატურად ამოირჩევს საუკეთესო ფოტოს და ავტომატურად შექმნის დღიურის მსგავს გალეერეას.
ფოტოგრაფიები დაჯგუფდება მოვლენების მიხედვით სადაც გათვალისწინებული იქნება კონტექსტი, როგორიცაა დაბადების დღეები თუ ქორწილები.
Siri-ს ხმა უკვე სრუალდ ნეიროქსელების მიერ იქნება დაგენერირებული და არა წინასწარ ჩაწერილი ფრაგმენტებისგან, რითაც გრძელი ფრაზები უფრო ბუნებრივად გაჟღერდება.
HomePod შეძლებს პირდაპირ გააგრძელოს iPhone-ზე გაშვებული მუსიკის დაკვრა, მაშინათვე, როცა მომხმარებელი სახლში შევა.
AirPods-ებით შესაძლებელი გახდება პირდაპირ ხმით პასუხი.
ერთ iPhone-ზე შსაძლებელი გახდება რამდენიმე AirPods-ების შეერთება.
Wi-Fi-ის შეცვლა ახლა უკვე პირდაპირ Control Center-ში იქნება შესაძლებელი.
შესაძლებელი გახდება კონკრეტული აპლიკაციების ენის შეცვლა.
შესაძლებელი გახდება ნებისმიერი ზომის აპლიკაციების გადმოწერა მობილური ინტერნეტის საშუალებით.
3D Touch ფუქცია ჩაირთვება ყველა მოწყობილობაში.
iOS 13-ში არ იქნება iPhone 6-ის მხარდჭერა, თუმცა iPhone SE ჯერ-ჯერობით მიიღებს ამ მაჟორულ განახლებას.
iPad OS
Apple-ის პლანშეტებმა მიიღეს საკუთარი საოპერაციო სისტემა, რომელიც გამოეყო iOS-შ.
iPad-ის ინტერფეისი უფრო მიუახლოვდება MacOS-ის დიზაინს. ვიჯეტები ირდაპირ სამუშაო მაგიდაზე იქნება ხელმისაწვდომი.
მრავალფანჯრიანი რეჟიმი უფრო გართულდა და მიიღო დამატებითი ჟესტები აპლიკაციებს შორის გადაადგილეისათვის და მონაცემების გადატანისათვის.
iPad ახალა უკვე გარე მყარ დისკებთან და ფლეშკებთან იმუშავებს, ასევე შესაძლებელი იქნება მაკიდან ფოლდერების გადატანაც.
Safari იმუშავებს, როგორც სრულყოფილი სამაგიდო ბრაუზერი, კლავიატურის მხარდაჭერით და ჩამოტვირთვების მენეჯერით.
გამოჩნდა სწრაფი კოპირება და ჩასმა სამი თითის საშუალებით.
Apple Pencil-ის დაყოვნება 20 მილიწამიდან 9 მილიწამამდე შემცირდა.
iPad OS-ში მაუსის სრული მხარდაჭერა იქნება, ხოლო კლავიატურით შესაძლებელი გახდება საოპერაციო სისტემის სრული ფუნქციონალით სარგებლობა.
macOS Catalina
macOS-ის შემდეგი ვერსიის სახელი იქნება Catalian
Apple-მა iTunes-გააუქმა და მის ნაცვლად სამი ახალი აპლიკაცია Apple Music, Apple TV და პოდკასტები წარმოადგინა.
iPhone-ის სინქრონიზაცია უკვე ჩაშენებულია MacOS-ის პარამეტრების აპლიკაციაში.
პოდკასტების აპლიკაციაში მანქანური დასწავლით შესაძლებელი გახდება ტექსტური ძიება.
macOS-ში ახლა უკვე HDR10, Dolby Vision და Dolby Atmos-ის მხარდაჭერა იქნება
iPad-ის გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც მაკის დამატებითი ეკრანი, რომელზეც Apple Pencil-ით მუშაობა იქნება შესაძლებელი ამავდროულად.