ტექნოპარკში 14 ივნისს გაიხსნა სამდღიანი ჰაკათონი სამოქალაქო საზოგადოებისათვის, რომელიც 16 ივნისს დასრულდა. ჰაკათონი განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის რეგიონალური აქტივობების“ პროექტის ფარგლებში.
“სამოქალაქო საზოგადოების 70-ზე მეტი აქტივისტი, დიზაინერი და IT ექსპერტი შეიკრიბა თბილისში 3 დღით აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვასა და უკრაინიდან. ჰაკათონის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის შეიქმნება ციფრული ინსტრუმენტებისა და ვებ-პლატფორმების პროტოტიპები, რომლებიც საბოლოო ჯამში, უნდა დაეხმარონ მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.”