ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ციფრული სკოლა – საქართველო“ ორდღიანი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
“პროექტი „ციფრული სკოლა – საქართველო“ საქართველოს 7 რეგიონის 60 საჯარო სკოლაში 2019 წლის თებერვლიდან ხორციელდება. პროექტს ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის “ციფრული-სკოლა – საქართველო” ფარგლებში 2019-2020 წლებში სულ 120 სკოლის გუნდი (720 მონაწილე) მომზადდება, როგორ შეიმუშაონ და განახორციელონ სკოლის ციფრული სტრატეგია თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.” – წერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.