როგორ ვმართოთ Facebook? – მასტერკლასი დამწყები მეწარმეებისთვის

ბიზნეს აქსელერატორ სპარკის ორგანიზებით 10 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება მასტერკლასი სოც მედია მენეჯმენტის თემაზე. მასტერკლაზე სახელწოდებით “როგორ ვმართოთ Facebook გვერდი” განხილული იქნება სოციალური მედიის თანამედროვე ტენდენციები და სტანდარტები, სოციალური მედიის დამხმარე ხელსაწყოები, Facebook Ads-ის არსი და ტექნიკური დეტალები.

როგორც “სპარკი” წერს, აღნიშნული მასტერკლასი გათვლილია დამწყები მეწარმეებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია : https://forms.gle/5wGaGjgCkySyh4D4A

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *