Photo Scan აპლიკაცია, რომელიც Google-მა გაუშვა დღეს თქვენი ძველი ქაღალდზე დაბეჭდილი “ნამდვილი ფოტოების” გაციფრულებაში დაგემარებათ. როგორც ცნობილია ძველი ფოტოები სპეციალურ ალბომებში, უბრალოდ უჯრებში ან თუნდაც ყუთებში ინახება და ხშირ შემთხვევაში ისეთ ადგილას და პირობებში სადაც მათ განადგურების საფრთხე ელოდებათ.
სწორედ ამიტომ Google გირჩევთ გადაუღოთ თქვენს ძველ ფოტოს რამდენიმე სურათი ამ აპლიკაციით და ის ავტომატურად შექმნის სრული ზომის ციფრულ ასლს, რომელიც სამუდამოდ შეინახება თქვენი Google Photo-ს საცავში. აპლიკაცია ხელმისაწვდომია, როგორც Android ასევე iOS მოწყობილობებზე.