ღონისძეიბა Unpacked-მდე, სადაც Samsung-ი ახალ ფლაგმანებს წარადგენს, სულ რამდენიმე დღე გვაშორებს, თუმცა კომპანიის უახლესი სმარტფონების ფოტოები ინტერნეტსივრცეში უკვე დაილიკა. Galaxy S20-ის სურათები Samsung-ის ერთ-ერთი ონლაინ მაღაზიის საიტზე გამოჩნდა, WinFuture-ს კი სიახლე არ გამოპარვია და სურათების გაქრობამდე მათი მოპოვება მოასწრო.
როგორც მოსალოდნელი იყო, Samsung-მა Galaxy Note 11-ის ნაცვლად – Galaxy S20 შემოგვთავაზა, 3 განსხვავებულ ვარიანტში. მოსალოდნელია, რომ სამივე სმარტფონს 120Hz ეკრანი და 5G მხარდაჭერა ექნება აშშ-ში.
Unpacked ღონისძიებაზე, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება, Samsung-ი Galaxy Z Flip-ს – დასაკეც სმარტფონსაც წარადგენს, რომლის ვიდეოც ინტერნეტსივრცეში გასულ კვირას გამოჩნდა.
ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც Samsung-ი შემთხვევით ავრცელებს ახალი ფლაგმანის ფოტოებს, კომპანიამ Galaxy Note 10-სა და Note 10 Plus-ის ფოტოები, მათ პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.