Apple-მა ახალი iPad Pro წარმოადგინა, რომელსაც LiDAR სკანერი და ტრეკპადების მხარდაჭერა არქვს. მოწყობილობამ რვა ბირთვიანი პროცესორი A12Z Bionic მიიღო, რითაც ის უფრო “სწრაფი და მძლავრი გახდა ვიდრე Windows ნოუთბუქების უმრავლესობა”.
მოწყობილობას აქვს ორი კამერა: ფართოკუთხოვანი მოდული 12 მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც 4K ვიდეოს გადაღება შეუძლია და ზე-ფართოკუთხოვანი სენსორი 10 მეგაპიქსელით. მეორე კამერა საშუალებას იძლევა ორჯერ მეტი სივრცე მოვიცვათ ერთ კადრში.
Apple-ის განცხადებით ახალ iPad Pro-ს აქვს ხუთი მიკროფონი, რომლებიც ხმის სტუდიურ ხარსიხ სუზრუნველყოფენ. კომპანიაში ამბობენ, რომ პროფესიონალური კამერების და ხმის ერთობლიობა დიდ ეკრანთან ერთად iPad Pro-სგან უნივერსალურ მობილურ სტუდიას წარმოადგენს რეჟისორებისთვის, კრეატრორებისთვის, პოდკასტრებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის.
ახალი სენსორია LiDAR, რომელიც გამოიყენება გარემო ობიექტებამდე მანძილის გასაზომად 5 მეტრის რადიუსში. სენსორი მუშაობს როგორც შიგნით ასევე გარეთაც, ინფორმაციას ფოტონების დონეზე აღიქვამს და მას ნანოწამებში ამუშავებს. ინფორმაცია კამერებიდან და მოძრაობის სენსორებიდან მუშაოვდება A12Z Bionic-ის მანქანური მხედველობის ალგორითმებით, რაც სცენის უფრო მკაფიო წარმოადგენას ქმნის და ამით დამატებითი რეალობის აპლიკაციები სარგებლობენ.
სიახლის საწყისი ფასი 799 დოალრია და მისი წინასწარ შეკვეთა Apple-ის საიტზეა შესაძლებელი, ხოლო მაღაზიებში მას მარტის ბოლოსთვის ელოდებიან.