მარსმავალის პირველი მოგზაურობა სისტემის კალიბრაციას და მომავალ გამოცდებს შეუწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ მარშრუტი მოკლე და ნელი იყო NASA-ს ინჟინრები დარწმუნდენ აპარატის შესაძლებლობებში გაიაროს 200 მეტრი ყოველ ჯერზე 2 წლის განმავლობაში.
ტესტი 33 წუთი გაგრძელდა – ამ დროისათვის როვემა 4 მეტრი გაირა, მოუხვია 150 გრადუსით და უკუსვლით კიდევ 2,5 მეტრი გაიარა.
“ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგებით. არ ვფიქრობდით, რომ ოდესმე ასე გაგვიხარდებოდა საბურავების კვალის დანახვა” – ამბობს NASA-ს წარმომადგენლია რობერტ ჰოგი.
Curiosity-ს მსგავსად, Perseverance 160 მეტრი საათში სიჩქარით მოძრაობს. როვერი იყენებს საბურავებს, რომლებიც საშუალებას აძლევს გადალახოს თავისი ბორბლის ზომის ქვები – დაახლ. 50 სანტიმეტრი და ამ დროს არ გადაბრუნდეს.
გაუმჯობესებული სისტემით, რომლებიც თავიდან იცილებს დაბრკოლებებს და ქვიშის ორმოებს გუნდი შეძლებს უფრო მარტივად დაგეგმოს მარშრუტები.
Perseverance დედამიწიდან 2020 წლის თებერვალში გაუშვეს და 2021 წლის თებერვალში წარმატებით დაეშვა მარსის ზედაპირზე. როვერმა უკვე გადმოსცა მარსის ფოტოები და დაშვების ვიდეო.