მომხმარებლებს მოუწევთ Google Workspace-ის ხელმოწერის ყიდვე 2022 წლის მაისამდე ან კომპანია მათ ავტომატურად გადაიყვანს ფასიან რეჟიმში.

  • კომპანიამ განაცხადა, რომ 2022 წლის 1 ივლისს მომხმარებლები ვერ შეძლებენ სერვისით უფასოდ სარგებლობას.
  • სერვისი G Suite ღრუბლოვანი სერვისების კრებულით 2006 წელს გამოჩნდა და უფასო იყო. 2012 წელს Google-მა დახურა უფასო ტარიფი ახალი მომხმარებლებისათვის, ხოლო კომპანიები, რომლებსაც მანამდე ქონდათ ხელმოწერა აგრძელებდნენ უფასოდ სარგებლობას.
  • 2020 წლის ოქტომბერში კომპანიამ სისტემა სხვა აპლიკაციებთან გააერთიანა და მას Google Workspace დაარქვა.
  • საუბარია ანგარიშებზე, რომლებიც მომხმარებლებმა 2012 წლამდე დაარეგისტრირეს. Google-ის ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არაკორპორაციული სერვისებით ყველაფერი უცვლელი რჩება.
  • მომხმარებლები შეძლებენ დამოუკიდებლად შეარჩიონ Google Workspace-ის ხელმოწერა 2022 წლის მაისამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად გააქტიურდება გამოყენებადი ფუნქციონალის შესაბამისი ტარიფი. ხელმოწერის ღირებულება $6-დან $18-მდეა და დამოკიდებულია შერჩეულ სატარიფო გეგმაზე.
  • Google არ ჩამოაჭრის მომხმარებლებს ფულს 2022 წლის 1 ივლისამდე. კომპანია დაბლოკავს ანგარიშებს, რომლის მფლობელებიც არ მიუთითებენ საბანკო მონაცემებს აღნიშნულ თარიღამდე.
წინა სტატიაIntel $20 მილიარდს ჩადებს მიკროსქემების მწარმოებელ ორ ქარხანაში
შემდეგი სტატიაBloomberg: Apple ამ შემოდგომაზე ახალი მოწყობილობების რეკორდულ რაოდენობას წარადგენს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი