როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტ სივრცეში ყველაზე მონახულებადი პლატფორმა 43 ქვეყანაში ვიკიპედიაა (Wikipedia). მის შემდეგ კი, თვითერი (Twitter), რომელიც 10 ქვეყანაში ლიდერობს.


მსოფლიო ქსელმა პლანეტის ყველა კუთხიდან ადამიანები და კულტურები დააკავშირა. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მონახულებადი საიტები გამოავლინეს და რუკაზე დაიტანეს. ამისთვის, ჰოსტინგ კომპანია Hostinger-მა Open.Trends ონლაინ რეიტინგის მონაცემები გააანალიზა და ყველაზე პოპულარული საიტები გამოავლინა. გამოთვლებში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოხვდა.
საძიებო სისტემები (როგორიცაა Yahoo, Baidu, DuckDuckGo, Naver და Yandex) შედეგებიდან გამოირიცხა, ასევე სიიდან ამოიღეს ფეისბუქი და იუთუბი, რადგან , სწორედ ეს საიტები მოხვდებოდნენ მოწინავე ადგილებზე.
მაგალითისთვის, კომპანია Zyro-ს შეფასებით, გასულ წელს კაცობრიობა წელიწადში 213.2 მილიარდ საათს ხარჯავს Google-ზე, 142.6 მილიარდ საათს YouTube-ზე და 44.6 მილიარდ საათს Facebook-ზე. ეს მონაცემები აღემატება თითქმის ყველა სხვა საიტის გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ მონაცემები 2022 წლის ივნისში შეგროვდა.


შედეგები ასე გამოიყურება:
ვიკიპედია – ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტი 43 ქვეყანაში.
BBC – ყველაზე ხშირად მონახულებადი ახალი ამბების საიტი ქვეყნების უმრავლესობაში
Shein – მოდის სექტორში ყველაზე პოპულარული საიტია, 26 ქვეყანაში
Allrecipes – რეიტინგშია პირველ ადგილზეა, როგორც საუკეთესო კვების საიტი შვიდ ქვეყანაში, ოთხი რეგიონის მიხედვით.

ევროპა
კვლევის მიხედვით, ვიკიპედიას ყველაზე ხშირად სტუმრობენ ევროპის 15 ქვეყანაში. ვიკიპედიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კვლევითმა ცენტრმა Pew Research Center-მა აღმოაჩინა, რომ ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი გვერდები, როგორც წესი, ეხება მიმდინარე მოვლენებსა და ფილმებს. ხოლო ესპანურენოვან მომხმარებლებს ურჩევნიათ წაიკითხონ სპორტისა და ისტორიის შესახებ.
ვიკიპედიის გარდა, ევროპაში პოპულარულია ადგილობრივი ახალი ამბების საიტები.

ჩრდილოეთ ამერიკა
საინტერესოა, რომ აშშ ერთადერთი ქვეყანაა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც Amazon ყველაზე პოპულარული საიტია.
მიუხედავად იმისა, რომ Wikipedia და Twitter დომინირებს კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ნახევარი უფრო მეტად ფორუმებსა და ფანდომებს იყენებს.
Reddit კანადაში პირველ ადგილზეა, ახალი ამბების ვებ-გვერდი Nintendo Nintendos გვატემალაში ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტია, ხოლო ფანტაზიის/თამაშების ფორუმს Sufficient Velocity ყოველწლიურად 4,97 მილიონი ვიზიტორი ჰყავს პუერტო რიკოში.

სამხრეთ ამერიკა
ძველი ბლოგის საიტი Blogspot აგრძელებს 6,12 მილიონი ვიზიტორის მოზიდვას ბოლივიაში.
MercadoLibre-მა არგენტინაში, საერთო შემოსავალი 90%-ით გაზარდა Covid-19-ის პანდემიის პირველ წელს. საიტი აუქციონის საშუალებით ონლაინ გამყიდველებსა და მყიდველებს აკავშირებს.
ვიკიპედია რჩება ყველაზე პოპულარულ საიტად სამხრეთ ამერიკის 4 ქვეყანაში.

ახლო აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია
mail.ru საფოსტო სერვისი ყაზახეთსა და ტაჯიკეთში ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტია, ხოლო Twitter ყველაზე ხშირად საუდის არაბეთსა და იემენში სტუმრობენ. ისევ და ისევ ვიკიპედია დომინირებს მთლიან რეგიონში, როგორც ყველაზე მონახულებადი საიტი 17 ქვეყნიდან 5-ში.
ისრაელი და უზბეკეთი ერთადერთი ქვეყნებია რეგიონში, სადაც ყველაზე ხშირად მონახულებულ საიტს აქვს დომენის გაფართოება ადგილობრივი ქვეყნის კოდით.

დანარჩენი აზიის ქვეყნები და ოკეანია
Twitter განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორი ჰყავს.
იაპონიას მსოფლიოში ტვიტერის აქტიური მომხმარებლების რაოდენობით მეორე ადგილი უკავია, თუმცა ყველაზე პოპულარული საიტი აქ Livedoor-ია. ტვიტერი ყველაზე პოპულარულია ინდონეზიასა და ლაოსში.
Wikipedia ლიდერობს 7 ქვეყანაში, ხოლო Reddit ლიდერობს ახალ ზელანდიასა და ფილიპინებში.
სამხრეთ კორეის ბლოგის საიტი Tistory არის ყველაზე პოპულარულია მის ქვეყანაში.

აფრიკა
ლიბერიაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი სარგებლობს ინტერნეტით, IMDb ფილმების მონაცემთა ბაზა ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტია. ვიკიპედია ლიდერობს აფრიკის 33 ქვეყნიდან 8-ში, სადაც ხელმისაწვდომია მონაცემები. Twitter, Soundcloud, Amazon და Netflix პოპულარულია უმეტეს ქვეყანაში. განაში ყველაზე ცნობილი საიტი ეროვნული უნივერსიტეტის გვერდია.
BBC-ის ვებსაიტი არის ყველაზე ხშირად მონახულებადი ახალი ამბების გვერდი 12 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. BBC განსაკუთრებით პოპულარულია აფრიკაში, სადაც ის ექვს ქვეყანაში ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

წინა სტატიაჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ NFT კოლექცია შექმნა
შემდეგი სტატიაინჟინრებმა ოპტიკის საშუალებით ინფორმაცია 1,8 პეტაბიტი/წამში სიჩქარით გადასცეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი