Visa Elevator Pitch-ის ბიზნესკონკურსში ჟიურიმ საუკეთესო 10 ფინალისტიდან 2 გამარჯვებული ქალი მეწარმე გამოავლინა. ისინი ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.
პირველი ადგილისა და 25 000 ლარის მფლობელი ანა ნადირაძე გახდა, მეორე ადგილი კი ნათია ბედენაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ჯილდოს სახით 15 000 ლარი მიიღო.
კონკურსის გამარჯვებულმა ანა ნადირაძემ, საცხენოსნო პლატფორმა – „ჰორსტურსი“ 2021 წელს შექმნა. ონლაინ პლატფორმა ტურიზმში ინოვაციურობის კომპონენტის დანერგვას გულისხმობს. კომპანია საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საკუთარი სერვისის გაციფრულებაში ეხმარება, მომხმარებლებს კი ონლაინ ჯავშნისა და გადახდის ერთიან შესაძლებლობას სთავაზობს. პლატფორმის ვირტუალური ტურის გამოყენებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სრულად შეისწავლოს გასავლელი მარშრუტი.
მეორე ადგილზე გასული ნათია ბედენაშვილი, აქსესუარების მწარმოებელ ბრენდს „ბისერნათის” ფლობს. სტარტაპი 2020 წელს დაარსდა და მომხმარებელს ბუნებრივ და ნახევრად ბუნევრივ ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს. პროდუქცია მრავალფეროვანი და ინდივიდუალური დიზაინით გამოირჩევა.
კონკურსში შერჩეული 10 საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორი ორ დღიან უფასო საკონსულტაციო-მენტორულ სესიებს დაესწრო. შეისწავლეს ფიჩინგისა და ეფექტური ბიზნეს პრეზენტაციის მომზადების ტექნიკები. მიიღეს რჩევები და რეკომენდაციები.
ფინალისტების მთავარი ამოცანა ჟიურის წინაშე საკუთარი იდეის 90 წამში წარდგენა იყო. საბოლოოდ, 10 საუკეთესო მონაწილიდან ორი გამარჯვებული 26 ოქტომბერს შეირჩა.
კონკურსი საქართველოში გლობალური კამპანიის – She’s Next Empowered by Visa ფარგლებში ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით ჩატარდა. მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესების მიხედვით შეარჩიეს.
მთავარი Startup