ქართველი ფიზიკოსი გია დვალი ფიზიკისა და ფარდობითობის ზოგადი თეორიის ინტერფეისის პროექტისთვის ევროპული კვლევითი საბჭოს (ERC) სინერგიის გრანტის მფლობელი გახდა.
GRAVITES ასე ქვია გამარჯვებულ პროექტს, რომელიც გია დვალისა და მისი კოლეგების, ფილიპ უოლტერის, პიოტრ კრუსიელისა და ნერგის მავალვალას ერთობლივი პროექტია. მისი მიზანია დააკვირდეს გრავიტაციის მოქმედებას ე.წ. კვანტურად გადაჯაჭვულ ნაწილაკებზე. ფიზიკოსები ცალკეული და ჩახლართული ფოტონების გრავიტაციულ თვისებებს აინშტაინის გრავიტაციის ფონზე პირველად გაზომავენ.
პრესტიჟული ევროპული კვლევითი საბჭოს სინერგიის გრანტი ყოველწლიურად ცხადდება და მიზნად ისახავს ამბიციური კვლევითი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემას, რომლებიც 2-4 სამეცნიერო ხელმძღვანელის და მათი სამეცნიერო ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვენ. გრანტი ღიაა ნებისმიერი ეროვნების მეცნიერისთვის, რომელიც ევროკავშირის ან ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანაში მოღვაწეობს.

წინა სტატიამოისმინეთ, როგორი ჟღერადობა აქვს დედამიწის მაგნიტურ ველს
შემდეგი სტატიაყველა AirPods და Mac აქსესუარი მიიღებს USB-C პორტს 2024 წლისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი