ანა რობაქიძე და მისი ქართულ-ამერიკული სტარტაპი – Theneo, Web Summit 2022-ის კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებულია. სამი ფინალისტიდან, გამარჯვებული სწორედ ქართველი სტარტაპერი გახდა.
“შარშან დარბაზში ვიჯექი და ვოცნებობდი რომ სცენაზე ვმდგარიყავი. ძალიან კარგია, რომ აქ ვარ და წარმოვადგენ არა მხოლოდ ჩემს კომპანიას, არამედ ჩემს ქვეყანასაც”. ამბობს ანა რობაქიძე
ფინალისტებს შორის იყვნენ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკიკის კომპანია „BiomeOne“ , და ასევე კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე „Gataca“. მთლიანობაში კონკურსში 100-ზე მეტი სტარტაპი მონაწილეობდა.
პორტუგალიის დედაქალ ლისაბონში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ვებ-სამიტი პირველ ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდა.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს და დეველოპერებს API დოკუმენტაციის სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შექმნას სთავაზობს.
უნდა აღინიშნოს, რომ Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც წელს მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის რჩეული გახდა.