ინდური კომპანია Tata Group შეისყიდის ინდოეთში Wistron-ის ქარხანას, რომელიც აწარმოებს iPhone-ებს, წერს Bloomberg.
კომპანიებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. შესყიდვის დასრულება მარტის ბოლოს იგეგმება.
გარიგების დასრულების შემდეგ Tata Group-სა და Wistron-ს შორის ერთობლივი საწარმო შეიქმნება, რომელშიც ინდურ კომპანიას ექნება საკონტროლო პაკეტი. Tata Group ზედამხედველობას გაუწევს ძირითად საწარმოო ოპერაციებს Wistron-ის მხარდაჭერით.
ტრანზაქციის ოდენობა არ სახელდება. გამოცემის წყაროს ცნობით, ინდოეთში ვისტრონის ქარხანა შესაძლოა 600 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდეს, ქარხანაში 10 000 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 2000 ინჟინერი. მას აქვს რვა iPhone ასამბლეის ხაზი.
Tata Group-მა ადრე განაცხადა, რომ აპირებს ინდოეთში 100-ზე მეტი Apple Store-ის გახსნას. პირველი მათგანი ამ კვარტალში მუმბაიში გაიხსნება.