2012 წელს პირველი მოდელის გამოსვლიდან დღემდე Samsung-ის Galaxy Note სმარტფონები სულ ერთი ნომრით ჩამორჩებოდნენ ფლაგმანებს. ეს შეიცვლება 2016 წელს და Note 5-ის შემდეგ კომპანია პირდაპირ Note 7-ის გამოშვებას გეგმავს, რითაც ეს ტელეფონი S7 და S7 Edge-ის ბრენდინგის სქემაში ჩაერთვება.
დამატებით გახდა ცნობილი ისიც, რომ ტელეფონს ექნება თვალის ბადურის სკანერი, 5.7 დიუმიანი ეკრანი, 64 გიგაბაიტიანი მეხსიერება, microSD ბარათების სლოტი და 12/5 მეგაპიქსელიანი კამერები.