სმარტფონების ბაზრის შეფასებისას ცხადია, რომ მისი უმთავრესი წილის მფლობელი მხოლოდ სამი კომპანიაა: Samsung, Apple და Huawei. გასულ კვარტალში Samsung-მა 13 მილიარდი მოგება ნახა, Apple-მა 11 მილიარდი ხოლო Huawei ამ მოგების მხოლოდ ნახევარს იღებს. საინტერესო ის არის, რომ პროდუქტებზე ფასნამატი საპირისპირო მიმდევრობით ფიქსირდება.
ამას წინათ გამოქვეყნებული გრაფიკის თანახმად Huawei-ს პროდუქტების მაჟინალურობა თითქმის ერთ დონეზეა Apple-თან მიმართებაში და ზოგჯერ აჭარბებს კიდევაც მას. Samsung ამასობაში ორივეს სერიოზულად ჩამორჩება ამ მაჩვენებლით.
რამდენიმე წლის წინ Huawei-ს მცდელობა დაეპყრო Apple-ის ბაზრის ნაწილი სასაცილოდაც კი არ მოგეჩვენებოდათ, თუმცა ფლაგმანურმა მოწყობილობებმა წარმატებას მიაღწიეს, როგორც ფასში ასევე მონაცემებითაც და 600 დოლარიანი ზღვარიც გადალახეს. ასე და ამგვარად კომპანია 42%-იან მარჟამდე ავიდა, რაც Apple-ის მაჩვენებელია.
Samsung ამ ფონზე გაცილებით “კეთილად” გამოიყურება და ბაზარიც პოზიტიურად რეაგირებს ამაზე, რითაც კომპანია სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ გაყიდვებს უკვე მრავალი წლის განმავლობაში.
ამასთან ერთა ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ ულ რაღაც სამი წლის წინ Huawei “საშუალო” კლასში გადიოდა და არ გამოირჩეოდა სხვა ჩინური კომპანიებისაგან. ახლა უკვე ის ძალიან სერიოზულად ემუქრება Apple-ისა და Samsung-ის პოზიციებს და მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდება მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში.