ახალი სასწორი Shapa არაფრით არ იქნებოდა გამორჩეული, რო არა ერთი თავისებურება: მას ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი აქვს და ის არ აჩვენებს თქვენს წონას.
სასწორი სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება სადაც Shapa-ს ოფიციალური აპლიკაციაა დაყენებული, რომელიც Android, iOS-ზე ან Amazon Alexa-სთან მუშაობს. ყოველ ჯერზე აწონვისას აპლიკაცია დააფიქსირებს თქვენს წონას მაგრამ არ გაჩვენებთ მას. ამის ნაცვლად აპლიკაცია თქვენ სამ პარამეტრს გაჩვენებთ. პირველ რიგში Shapa ითვლის თუ რამდენჯერ აიწონეთ კვირის განმავლობაში და შეგახსენებთ ყოველ ჯერზე ამის შესახებ. დილით და საღამოს თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომ “დროა აიწონოთ”
წონის ნაცვლად აპლიკაცია ფერებს აჩვენებს. ცისფერი და მწვანე ნიშნავს, რომ თქვენ წონაში დაიკელით, ხოლო ნაცრისფერი ნიშნავს იმას, რომ უნდა გაზარდოთ დატვირთვა წონაში დასაკლებად. ფერები უკეთესი მოტივატორი აღმოჩნდა ვიდრე უბრალო ციფრები, რომლებიც ფსიქოლოგიურად ნაკლებად ეფექტურია.
აპლიკაციაში არის ასევე განყოფილება “დავალებები”, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილში ცვლილებებს შეიტანს. სწორედ აქ არის ხხელოვნური ინტელექტი, როცა გაძლევთ რჩევებს კვებასთან დაკავშირებით. ყოველ საღამოს თქვენ მოგიწევთ აპლიკაციას ჩააბაროთ ერთგვარი ანგარიში.
პროგრამა აფიქსირებს თუ რომელი ამოცანები გეხმარებათ ეფექტურად დაკლებაში და ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტ დავალებებს გაძლევთ, რომლებიც ამართლებს.