კომპანია Samsung-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა ფლაგმანური Galaxy Note 7-ის გაყიდვები და უკვე გაყიდული ეგზემპლარების უკან დაბრუნების პროცესი დაიწყო, რაც მასში ჩაშენებული აკუმლატორის პრობლემითაა განპირობებული.
კომპანია გვპირდება, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში უფასოდ შეცლის უკვე გაყიდულ სმარტფონებს ახლებით. ასევე ფირმამ განაცხადა, რომ მისი სპეციალისტები მუშაობენ მომწოდებლებთან, რომ გამოავლიონონ წუნდებული ტელეფონები, ხოლო გაყიდვების გლობალურად შეჩერება სწორედ, რომ მომხმარებლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაწყდა. ჯერ-ჯერობით არ არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის განახლდება Galaxy Note 7-ის გაყიდვები.
Samsung-ის ახალი სმარტფონის აკუმლატორის პრობლემებმა რამდენიმეჯერ გამოიწყვია ტეელფონის აალება დომუხტვის პროცესში. საერთო ჯამში კომპანიაში 35 შემთხვევის შესახებ შევიდა საჩივარი. როგორც ცნობილია Galaxy Note 7-ის გაყიდვებმა უკვე 2,5 მილიონს გადააჭარბა და მათი ჩანაცვლება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს Samsung-ის პოზიციებს, თუ გავითვალისწინებთ იმას,რ ომ უახლოეს დღეებშ მისი მთავარი კონკურენტი კომპანია Apple წარმოადგნეს ახალი თაობის iPhone-ებს.