PlayerUnknown’s Battlegrounds-ის დაბლოკვას ითხოვენ ინდოელი აქტივისტები და საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებენ. ინდოეთში შუთერი იმდენად პოპულარულია, რომ სურთ აიკრძალოს. ამჯერად ბუნტი გამოიწვია თამაშის მობილური ვერსიის ყველა სმარტფონისათვის ხელმისაწვდომობამ. თამაშებზე დამოკიდებულებას საზოგადოება ასე თუ ისე ეგუებოდა, თუმცა გამოცდებში დაბალი შეფასებების მიღებამ მოთმინების ჯამი გაავსო.

უკმაყოფილების მიზეზი 10-12 კლასელების დაბალი აკადემიური მოსწრება გახდა. სტუდენტური ორგანიზაციები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამის მიზეზის PUBG Mobile გახდა. აქტივისტების აზრით, მოზარდები დიდ დროს ატარებენ სმარტფონის მოხმარებაში და ძირითადად აღნიშნულ შუთერს თამაშობენ. ამიტომ, ისინი მოითხოვენ თამშის აკრძალვას. ისინი დაუკავშირდნენ შტატის გუბერნატორს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

პირველი შემდთხვევა არ არის, როდესაც PUBG-ს ინდოეთიდან გაძევებას ცდილობენ. 2018 წლის დეკემბერში ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თამაში დღეს გავრცელებული მიზეზით მუმბაიში აკრძალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო.


წინა სტატიაLG-ის რომელი სმარტფონები მიიღებს Android 9.0 Pie განახლებას
შემდეგი სტატიაGoogle Play ძველი აპლიკაციებისაგან გასუფთავდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი