10 მაისს, 15:30 საათზე ტექნოპარკში ფინეთის ასოციაცია Neogames-ის დირექტორი KooPee Hiltunen – ი თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწე სტარტაპერებთან შეხვედრას გამართავს – ამის შესახებ ინფორმაცია ტექნოპარკი საქართველო ავრცელებს.
“KooPee Hiltunen არის ფინეთის ასოციაცია Neogames-ის და Finnish Hub of Game Business-ის დირექტორი, Finnish Game Developers Association-ის წევრი, EGDF (European Games Developer Federation) და NGI (Nordic Game Institute) დამფუძნებელი.
ის მუშაობდა ციფრული მედიის ინდუსტრიაში 90-იანი წლების დასაწყისიდან და თამაშების ინდუსტრიაში 2004 წლიდან. იგი ორიენტირებულია თამაშების ინდუსტრიის განვითარებაზე და მის ექსპორტზე.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.