ფეისბუქის კრიპტოვალუტის გამოშვების გადადებას კონგრესი ითხოვს

კონგრესი ფეისბუქის კრიპტოვალუტის გამოშვების გადადებას ითხოვს. როგორც ირკვევა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ფეისბუქს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს. წერილში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები ითხოვენ, რომ Facebook-მა თავისი კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვება დროებით გადადოს, ამის მიზეზად კი ასახელებენ საკითხის მნიშვნელობას. მათი თქმით, სანამ კრიპტოვალუტა ოფიციალურად გამოვა, ეს საკითხი ძალიან კარგად და ღრმად უნდა შეისწავლონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *