ინსტაგრამმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ის გაამკაცრებს ზომებს ისეთ პოსტებზე რომლებიც დაკავშირებულია წონაში დასაკლებ პროდუქციასა და ესთეტიკურ ქირურგიასთან.
ინსტაგრამის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით ამ თემების შესახებ გარკვეული პოსტები 18 წლამდე მომხმარებლისთვის დამალული იქნება, ხოლო იმ ყალბი პოსტების რეკლამები, რომლებიც გასახდომი საშუალებების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ხშირ შემთხვევაში კი ჯანმრთელობის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, წაიშლება.
კომპანიის თქმით, ასეთი პროდუქტების რეკლამების განთავსება პლატფორმაზე ყოველთვის აკრძალული იყო, თუმცა ბოლო დროს ინფლუენსერების განსაკუთრებულმა გააქტიურებამ დამატებითი აქტივობების საჭიროება გამოავლინა.