ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ
„პირველი იანვრიდან ყველა ქართველი მეცნიერისთვის, უმაღლესი სასწავლებლისთვის და კვლევითი ინსტიტუტისთვის ერთიანი ევროპული სივრცე იხსნება, რომელიც თავისი ფონდებით უზარმაზარ რესურსს მოიცავს და დაახლოებით 2 მილიარდი ევროა ყოველწლიურად. ქართველმა მეცნიერებმა, ევროპელ მეცნიერებთან ერთად, უნდა აითვისონ რესურსი, რომელიც ერთიან ევროპულ სივრცეს გააჩნია“ – აღნიშნა მინისტრმა.