ქართულ ბაზარზე ახალი ციფრული სააგენტო LOOP გამოჩნდა

ახალგაზრდა და კრეატიული ადამიანების მონაწილეობით, ქართულ ბაზარს კიდევ ერთი საინტერესო სტარტაპი LOOP-ი შეემატა. LOOP-ი ერთ-ერთი პირველი მასშტაბური ციფრული სააგენტო გახლავთ საქართველოში, რომელსაც დიდებული იდეა, კონკრეტული მიზნები და დიდი დოზით შემართება ამოძრავებს. LOOP-ის უკეთ გასაცნობად, მის აღმასრულებელ დირექტორსა და დამფუძნებელ სანდრო პაპაშვილს გავესაუბრეთ.

– როგორ გაჩნდა ციფრული სააგენტოს შექმნის იდეა,  ვინ მონაწილეობდა LOOP-ის შექმნის პროცესში?

ს.პ: ციფრული სააგენტოს შექმნის იდეა და საჭიროება თვითონ ბაზარმა დაგვანახა, რომელიც მუდმივად იცვლება. 21-ე საუკუნეში აუცილებელია კომპანიებმა თავიანთი რეკლამები მათი აუდიტორიის (კლიენტების) ცხოვრების სტილს მოარგონ. სად ატარებს ადამიანი თავისი დღის უმეტეს ნაწილს? ელექტრო დივაისებთან, კერძოდ კი სოციალურ მედიაში. რატომ უნდა გადაყარონ ბიზნესის მფლობელებმა უამრავი ფული სატელევიზიო რეკლამებში, როცა შეუძლიათ სწორი სამოქმედო გეგმით და ნაკლები დანახარჯით ასობით, ათასობით და მილიონობით ადამიანს მიაწოდონ სწორად შეფუთული ნებისმიერი ტიპის და სიდიდის ინფორმაცია. 

– რატომ უნდა დაინტერესდნენ ადამიანები თქვენთან თანამშრომლობით, რას სთავაზობთ მათ განსხვავებულს?

ს.პ: ჩვენი პარტნიორობა კლიენტებთან ორიენტირებულია მათი შედეგების გაუმჯობესებაზე და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე უმაღლესი ხარისხის ვიდეო  და ფოტო წარმოებით, მედია დაგეგმარებით & განხორციელებით (Social Media Marketing), მარკეტინგული სერვისებით, სწორი ბრენდინგით, ბიზნეს გეგმების/მოდელების შედგენით და B2B შეხვედრებით.

– როგორ ხედავთ თქვენი სტარტაპის განვითარებას…

ს.პ: LOOP-ი ერთ-ერთი პირველი დიდი ციფრული სააგენტოა (Digital Agency) საქართველოში. სამწუხაროდ საქართველოს ბაზარი 4-5 წლის დაგვიანებით იღებს ახალ ტენდებციებს, როგორცაა სატელევიზიო რეკლამების, ბროშურების დარიგების და მსგავსი მე-20 საუკუნის, “ვადაგასული” ტექნიკების გვერდით გადადება და ციფრული მარკეტინგის ე.წ Social Media Marketing (SMM)-ის გამოყენება. LOOP-ის ბაზარზე გამოჩენისთანავე, დიდი ყურადღება მიიქცია ჩვენმა სერვისმა და გვიხარია, რომ საქართველოში უკვე არიან კომპანიები, რომლებიც ამ შესაძლებლობას ხედავენ და არ აპირებენ კიდევ 2-3 წელი ლოდინს, სანამ მათი კონკურენტები შედეგებს დადებენ.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *