Xiaomi-ს რომელი სმარტფონები მიიღებენ Android 11 ბეტა 1 განახლებას ?

Google-ის მიერ Android 11-ის პირველი ბეტა ვერსიის გამოსვლას სწრაფად გამოეხმაურა მთელი რიგი მწარმოებლები, რომელთა შორის არის Xiaomi და მისი საბ-ბრენდი Poco, თუმცა მხარდაჭერილი სმარტფონების სია საკმაოდ შეზღუდულია.

ძალიან მალე Android 11-ის ბეტას ვიხილავთ ფლაგმანურ Xiaomi Mi 10 და Mi 10 Pro-ზე, ასევე ახალ გამოსულ Poco F2 Pro-ზე. კომპანია არ აზუსტებს იქნება თუ არა ეს MIUI 12, MIUI 11 თუ სუფთა ანდროიდი.

შეგახსენებთ, რომ უმთავრესი სიახლეები ახალ ვერსიაში არის შეტყობინებების გადამუშავებული სისტემა, მედიაფლეერის მართვა სწრაფი პარამეტრებიდან, სრულიად ახალი მენიუ Google Pay-თან და ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიებთან სწრაფი წვდომისთვის. ყველა მესინჯერს შეეძლება შეტყობინებების “ბაბლების” სახით გამოტანის საშუალება ისევე, როგორც ეს Facebook Messenger-შია რეალიზებული. განახლებულია და გაფართოებულია სქრონშოტების გადაღებისა და მათი რედაქტირების ფუნქციონალი და ბევრი მცირე ცვლილება.

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *