კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარმოადგინა დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი Iris Xe Max. აღნიშნული ვიდეო ჩიპი განკუთვნილია მობილური კომპიუტერებისთვის, Tigel Lake პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია თხელ და მსუბუქ ლეპტოპებში.
ჩიპი Iris Xe Max აგებულია Xe-LP გრაფიკულ არქიტექტურაზე, რომელიც უკვე გამოიყენება Tiger Lake ინტეგრირებულ გრაფიკულ ბირთვებში და დეველოპერების განცხადებით კომპანიის პირველი მცდელობაა დისკრეტული ვიდეო ბარათების ბაზარზე გასვლაში. ახალ გრაფიკულ ჩიპს საკმაოდ მოკრძალებული ტექნიკური მონაცემები აქვს. გრაფიკა ცალკე მიკროსქემაზეა გამოტანილი და 10 ნანომეტრიანი SuperFin ტექპროცესითაა დამზადებული.
ვიდეო ბარათს აქვს 1.65 გიგაჰერცი სიშირე და აღჭურვილია ცალკე 4 გიგაბაიტი LPDDR4 ვიდეო მეხსიერებით. გარდა ამისა Iris Xe Max-ს აქვს PCIe 4.0 ინტეფეისის მხარდაჭერა CPU-თან მონაცემების გაცვლისთვის.
წარმადობა თამაშებში არც ისე შთამბეჭდავი ქიება, რადგანაც გადაწყვეტილება არ არის მაღალი წარმადობის გეიმინგზე გათვლილი, თუიმცა GeForce MX350-ზე უკეთესი წარმადობა მაინც მიიღეწევა.
პირველი მოწყობილობები აღნიშნული ჩიპით არის Acer Swift 3x, Asus VivoBook Flip TP470 და Dell Inspiron 15 7000 2in1.