Tesla-ს ჩიპი Dojo D1 ხელოვნური ინტელექტის მოდელების დასწავლისთვისაა და კომპანიის მონაცემთა დამუშავების ცენტრში გამოიყენება. პროცესორი შესრულებულია 7 ნანომეტრიანი ტექპროცესით და 362 ტერაფლოპსი წარმადობა აქვს.

Autopilot-ის აპარატული უზრუნველყოფის უფროსმა დირექტორმა განეშ ვენკატარამანანმა თქვა, რომ Tesla ერთ “ფილაზე” 25 ასეთი ჩიპი ექნება, 120 ასეთი ფილა გაერთიანდება რამდენიმე სასერვერო კარადაში, რითაც მიიღწევა 1 ეგზაფლოპსი სიმძლავრე.

ვენკატტარამანანმა აღნიშნა, რომ Tesla-ს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მივიღოთ ყველაზე სწრაფი კომპიუტერი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესასწავლად.

პროცესორების მწარმოებელი Intel, ვიდეო ბარათების მწარმოებილი NVIDIA და სტარტაპი Graphcore შესაძლოა კომპანიის პოტენციური კლიენტები გახდნენ.

Tesla-ს ჩიპებს შეუძლია მოდელებს დაასწავლოს სხვა და სხვა საგენების ამოცნობა ვიდეო ნაკადებიდან, რომლებიც მათ ავტომობილებში გამოიყენება.

“ჩვენ Dojo-ს მომავალ წელს გავუშვებთ” – თქვა გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა. Tesla-ს ავტომობილებში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების გამოჩენიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ საკუთარი ჩიპის შექმნა გადაწყვიტა. ეს ჩიპები ეხმარება საბორტო პროგრამულ უზრუნველყოფას სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილებები გზაზე შექმნილ სიტუაციებაში.

პრეზენტაცია:

წინა სტატიაAmazon-ის ხმოვანი ასისტენის გამოსვლის შემდეგ სახელმა “ალექსა” მკვეთრად დაკარგა პოპულარობა
შემდეგი სტატიაელონ მასკმა პროექტი Tesla Bot წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი