Google-მა და YouTube-მა ხუთშაბათს გამოაცხადეს ახალი პოლიტიკა, რომელიც უკრძალავს კლიმატის უარმყოფელ ადამიანებს თავიანთი შიგთავსის მონეტიზირებას მათ პლატფორმებზე რეკლამების ან შემქმნელთა გადახდების საშუალებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ღონისძიება, რომელიც დიდმა ტექნოლოგიურმა პლატფორმამ მიიღო კლიმატის ცვლილების დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
დეტალები: Google რეკლამის განმთავსებლებს და გამომცემლებს, ისევე როგორც YouTube შემქმნელებს, ეკრძალებათ მიიღონ რეკლამებიდან შემოსავალი შიგთავსიდან, რომელიც ეწინააღმდეგება „დამკვიდრებულ მეცნიერულ კონსენსუსს კლიმატის ცვლილების არსებობისა და მიზეზების შესახებ“, — ნათქვამია კომპანიის სარეკლამო გუნდის განცხადებაში.
- „ეს მოიცავს შიგთავსს, როელიც უარყოფს, რომ გრძელვადიანი ტენდენციების მიხედვით, კლიმატი გლობალურად თბება და უარყოფს, რომ სათბურის გაზების ემისიები ან ადამიანის საქმიანობა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.“
- რეკლამა და მონეტიზაცია კვლავ დაიშვება კლიმატთან დაკავშირებულ სხვა თემებზე, როგორიცაა კლიმატური პოლიტიკის საჯარო დებატები, კლიმატის ცვლილების გავლენა და ახალი კვლევა ამ საკითხის ირგვლივ.
Google-მა განაცხადა, რომ იგი ამ ცვლილებებს ახდენს რეკლამის განმცხადებლებისა და შიგთავსის შემქმნელების საპასუხოდ.
„რეკლამის განმთავსებლებს უბრალოდ არ სურთ, რომ მათი რეკლამა გამოჩნდეს ამ შიგთავსის გვერდით. და გამომცემლებს და შემქმნელებს არ სურთ, რომ ამ პრეტენზიების რეკლამა გამოჩნდეს მათ გვერდებზე ან ვიდეოებზე”, — აცხადებენ კომპანიაში.
დიახ, მაგრამ: Google ხშირად ახდენს ცვლილებებს რეკლამის პოლიტიკაში დეზინფორმაციის შესამცირებლად, მაგრამ ეს განახლება აღსანიშნავია, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძნელი იქნება კლიმატის ცვლილების შესახებ გარკვეული კომენტარების დახასიათება, როგორც უარყოფა ან დეზინფორმაცია.
- ტექნიკური გიგანტი ამბობს, რომ ახალი პოლიტიკის საწინააღმდეგო შინაარსის შეფასებისას, “ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით იმ კონტექსტს, რომელშიც პრეტენზიები კეთდება, განვასხვავებთ შინაარსს, რომელიც ცრუ პრეტენზიას ფაქტად მიიჩნევს, და შინაარსს, რომელიც ამ პრეტენზიას ავრცელებს ან განიხილავს”.
- კომპანია აცხადებს, რომ პოლიტიკის შესაქმნელად გაიარა კონსულტაციები ექსპერტებთან, როგორიცაა გაეროს კლიმატის ცვლილების შეფასების ანგარიშების გაეროს მთავრობათაშორისი პანელის წარმომადგენლები. ანგარიშში დადგინდა, რომ არსებობს “ცალსახა” მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის მიერ სათბურის გაზების გამოყოფა იწვევს გლობალურ დათბობას “.
- Google აცხადებს, რომ გამოიყენებს ავტომატიზირებული ინსტრუმენტებისა და ადამიანური მიმოხილვის კომბინაციას ახალი პოლიტიკის აღსრულებისთვის.