29 დეკემბერს Xiaomi-მ წარმოადგინა მე-12 სერიის ფლაგმანები, ჭკვიანი საათი და ყურსასმენები. აწი კომპანიის ფლაგმანები წარმოდგენილი იქნება ორ განსხვავებულ ზომაში.
Xiaomi 12 და Xiaomi 12 Pro
სმარტფონები აწყობილია Quacomm Snapdragon 8 gen 1 ჩიპსეტზე ARMv9 არქიტექტურით. ოპერატიული მეხსირება ორივე მოდელში LPDDR5 სტანდარტისაა, რომელიც მონაცემებს 6400 მეგაბიტი/წმ სიჩქარით გადასცემს.
Xiaomi 12-ის მთავარი კამერა Sony IMX766 მოდულია, 1/1,56 დიუმიანი სენსორით, 13 მეგაპიქსელიანი ზეფართოკუთხოვანი კამერით და 5 მეგაპიქსელიანი ტელემაკრო მოდულით. Xiaomi 12 Pro-ში სამი კამერაა და მათი გარჩევადობა 50 მეგაპიქსელია. მთავარი კამერა Sony IMX707 ზედიდი სენსორით 1/1,28 დიუმია, რომელიც იყენებს 2,44 მკმ. პიქსელებს ოთხი ერთში. დანარჩენი ორი კამერა 50 მეგაპიქსელიანი JN1 სენსორია, ზეფართო და ორმაგი ტელეობიექტივით უფრო მკვეთრი პორტრეტული ფოტოებისთვის.
Xiaomi 12-ში გამოჩნდა გამოსახულების დამუშავების ახალი ალგორითმი, რომელმაც ააჩქარა გადაღება სწრაფი და სტაბილური სურათების დამუშავებისთვის. ორი წლის განმავლობაში Xiaomi-მ განაახლა გამოსახულების დამუშავების სისტემა და არქიტექტურა, ხოლო მისი ჰეტეროგენური პარალელური გამოთვლები საგრძნობლად ამცირებენ უწყვეტი გადღების ინტერვალს და აუმჯობესებენ ხარისხს სერიული გადაღებისას.
ეკრანები
Xiaomi 12 აღჭურვილია 6,28 დიუმიანი OLED ეკრანით, 2400×1080 გარჩევადობით, პიკური სიკაშკაშით 1100 ნიტი, 16000 რეგულირებადი განათების დონე და 120 ჰერცი განახლების სიხშირა. მასში გამოიყენება TrueColor ეკრანი, ხოლო კალიბრაცია საშუალებას იძლევა გამოისახოს 1.07 მილიარდი ფერი.
Xiaomi 12 Pro აღჭურვლია 6,73 დიუმიანი 2K გარჩევადობის მეორე თაობის ეკრანით, რომელში გამოიყენება Samsung E5 მატერიალი გარჩევადობით 3200×1440. Xiaomi 12 Pro-ს აქვს 1000 ნიტი HBM სიკაშკაში. ხოლოდ HDR ვიდეოს გაშვებიას პიკური სიკაშკაშე 1500 ნიტამდე აღწევს. ორივე მოდელში არის HDR10+ და Dolby Vision-ის მხარდაჭერა.
ორივე მოწყობილობაში არის სიმეტრიული სტერეო დინამიკები Harman Kardon-ისგან, რომლებსაც Dolby Atmos-ის მხარდაჭერა აქვთ. Xiaomi 12 და Xiaomi 12 Pro უზრუნველყოფს ფლაგმანურ გამოცდილებას. ორივე მოწყობილობას აქვს NFC კავშირი.
Xiaomi 12 იმუხტება 120 ვატით და მისი აკუმატორის მოცულობაა 4500 მა/სთ. ხოლო Xiaomi 12 Pro იმუხტება 120 ვატით და აქვს 4600 მა/სთ აკუმლატორი.
Xiaomi 12 ჩინეთში წარმოდგენილი იქნება სამ ვარიანტში: 8+128 გბ, 8+256 გბ. 12+256 გბ.
Xiaomi 12 Pro: 8+128 გბ, 8+256 გბ, 12+256 გბ.